ირაკლი ღარიბაშვილი – „ნაციონალური მოძრაობისთვის“, სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათი კანდიდატებისთვის ხმის მიცემა არის რეალურად ძალიან დიდი სირცხვილი, ჩვენი მაქსიმალური ყურადღება იქნება მომართული ხობის მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის

Read Time:44 Second

ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ შეხვედრებს საარჩევნო შტაბის წევრებთან, ხობში ძალიან მაგარი განწყობაა, ჩვენ აქ ძალიან ცოტა დაგვაკლდა იმისთვის, რომ პირველ ტურში დაგვემთავრებინა არჩევნები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ხობში განუცხადა.

პრემიერის შეფასებით, გასაგებია, რომ სხვადასხვა ფაქტორების გამო, ხობში მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო, თუმცა მმართველ გუნდს სრული მობილიზება აქვს გამოცხადებული და „ქართული ოცნების“ კანდიდატი ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს.

„ხობმა ძალიან კარგად იცის, რომ რა თქმა უნდა, მჩაგვრელ და ბოროტ ძალას პერსპექტივა არ  აქვს ქვეყანაში. „ნაციონალური მოძრაობისთვის“, სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათი კანდიდატებისთვის მხარის დაჭერა და ხმის მიცემა არის რეალურად ძალიან დიდი სირცხვილი, მე ასე ვიტყოდი პირდაპირ. ასე, რომ მინდა, ხობის მოსახლეობას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო. მაქსიმალური ყურადღება იქნება მომართული ხობის მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის მომდევნო თვეების განმავლობაში. ჩვენ სერიოზული გეგმები გვაქვს რეგიონების განვითარების მიმართულებით და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ჩვენ ქვეყანას დავამშვიდებთ, დავაწყნარებთ და ამის შემდეგ დავიწყებთ მოსახლეობაზე ზრუნვას და მათი რეალური პრობლემების გადაჭრას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თენგიზ ცერცვაძე ვაქცინაციაზე: საქართველოში კატასტროფული მდგომარეობაა, ასე იმუნურ ფენას ვერ შევქმნით
Next post 4 155 ახალი შემთხვევა და 40 გარდაცვლილი – კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიურმა შემთხვევებმა 50 ათასს მიაღწია