ირაკლი ღარიბაშვილი: მოქალაქეებს მივმართავ თხოვნით, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ შემსუბუქების ღონისძიებებს

Read Time:28 Second

ნებისმიერი შეზღუდვის შემსუბუქება თუ მოხსნა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. ჩვენს მოქალაქეებს მივმართავ თხოვნით, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ შემსუბუქების ღონისძიებებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„მთავრობას სჭირდება კარგი კოორდინაცია, ამავდროულად ჩვენ გვჭირდება დახმარება მოსახლეობის მხრიდანაც იმისთვის, რომ ეს მიღწეული პროგრესი, რომელსაც ძალიან ეფექტიანად მართავს ჯანდაცვის მინისტრი, შევინარჩუნოთ, გავაძლიეროთ, გავაუმჯობესოთ და არ მივიღოთ კიდევ უფრო გაუარესებული სიტუაცია. ამ საკითხს სჭირდება ძალიან კარგი კოორდინაცია და დახმარება. მოსახლეობის და მთავრობის ერთობლივი ძალისხმევა. ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას. შემდგომ ნაბიჯებს, შემსუბუქების თუ შეზღუდვის მიმართულებით, ვითარების ანალიზის საფუძველზე გადავდგამთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში საქართველოში
Next post ირაკლი ღარიბაშვილი-ჩვენ გვეყოლება დღეიდან 2 ვიცე-პრემიერი – ბატონი დავით ზალკალიანი და ბატონი ივანე მაჭავარიანი