ირაკლი ღარიბაშვილი – მიგვაჩნია, რომ საქართველოს ნატო-ში დაწინაურების დრო დადგა

Read Time:48 Second

შეთანხმება უფრო მას ამბიციურ დონეზე აიყვანს და თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევებზე მეტად იქნება მორგებული. მინდა, ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და მადლობა გადავუხადო ყველა მოკავშირეს აქტიური მხარდაჭერისა და ამ მნიშვნელოვან საქმეში მონაწილეობისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ,  ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მიუხედავად გარე და შიდა უსაფრთხოების გამოწვევებისა, საქართველო აძლიერებს რეფორმებს და წინ მივდივართ ინტეგრაციის პროცესში.

„იმედი გვაქვს, რომ საქართველო-ნატო-ს განახლებული არსებითი პაკეტი მომავალში კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას მიიღებს ევროკავშირისა და მოკავშირეებისგან. ნატო-მ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში და ჩვენი გამძლეობის გაზრდაში, ჩვენ ვაძლიერებთ რეფორმებს, დღის წესრიგს და წინ მივდივართ ინტეგრაციის პროცესში, მიუხედავად გარე და შიდა უსაფრთხოების გამოწვევებისა.

ეფექტურობას დაფუძნებული მიდგომა, კვლავ რჩება ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის მთავარ ასპექტად, ამიტომ საქართველოს წინადადების, მისი თავდადების და ევროატლანტიკური უსაფრთხოების გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ საქართველოს დაწინაურების დრო დადგა. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება სრულად შესრულდება, რაც კონკრეტულ და ხელშესახებ ნაბიჯებს გამოიწვევს, რომლებიც ევროატლანტიკურ ოჯახში სრულ წევრად ისახავს მიზნად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით ბაქრაძე: ფაქტობრივად, პარტიიდან უკვე წამოსული ვარ და აღარ ვერევი პოზიციების შემუშავებასა და გახმოვანებაში
Next post ზურაბ ჯაფარიძე: არაფერს აქვს ჩემთვის სავალდებულო დოკუმენტის სახე ზოგადად, მათ შორის, ქართულ კანონებსაც კი