ირაკლი ღარიბაშვილი: მთელი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი გამორჩეული, ძალიან მაღალი, 12%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, წლის ბოლოს დაახლოებით 10%-იან ეკონომიკურ ზრდაზე გავალთ

Read Time:39 Second

მთელი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი გამორჩეული, ძალიან ძლიერი, 12%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, წლის ბოლოს დაახლოებით 10%-იან ეკონომიკურ ზრდაზე გავალთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა ახალი წლიდან კიდევ უფრო მეტად წაახალისებს საშუალო და მცირე ბიზნესსა და სოფლის მეურნეობას იმისთვის, რომ ქვეყანა უფრო მეტად განვითარდეს.

„ჩვენ გვაქვს მთელი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი გამორჩეული, ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა. შეგახსენებთ, 12%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს და საკმაოდ თავდაჯერებულები ვართ, რომ დაახლოებით 10%-იან ეკონომიკურ ზრდაზე გავალთ წლის ბოლოს. შესაბამისად, ჩვენ რა თქმა უნდა, ახალი წლიდან კიდევ უფრო მეტ პროექტებს განვახორციელებთ, უფრო მეტად წავახალისებთ საშუალო და მცირე ბიზნესს, სოფლის მეურნეობას, ზოგადად ბიზნესთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა გვექნება იმისთვის, რომ საერთო სინერგია შევქმნათ და უფრო მეტად განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: ეს ორგანიზაცია, როგორც ბოროტების ჩამდენი, უნდა დასრულდეს, როგორც პარტია, პოლიტიკურად უნდა განულდეს „ნაცმოძრაობა“
Next post კობახიძე ოპოზიციაზე: ჩრდილში გადასვლა მოუწევთ და არა ჩრდილოვან კაბინეტებში