ირაკლი ღარიბაშვილი: ისტორიული სამართლიანობა აღდგება და საქართველო აუცილებლად გაერთიანდება

Read Time:33 Second

ისტორიული სამართლიანობა აღდგება და საქართველო აუცილებლად გაერთიანდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს.

ირაკლი ღარიბაშვილი 29 წლის წინ აფხაზეთში დაწყებულ საომარ მოქმედებებს ეხმიანება.

„29 წლის წინ, დღევანდელ დღეს, დაიწყო საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მოვლენა – აფხაზეთის ომი.

მოძმე ხალხთა შორის კონფლიქტმა მრავალი ადამიანის – ჯარისკაცთა თუ მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა.
ფრონტის ხაზის ორივე მხარეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები იდგნენ. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ თითოეული გარდაცვლილის ოჯახს.

ისტორიული სამართლიანობა აღდგება და საქართველო აუცილებლად გაერთიანდება. მშვიდობისა და განვითარების გზით ჩვენ აფხაზ და ოს ძმებთან ერთად შევქმნით ძლიერ, განვითარებულ სახელმწიფოს, რომელიც მიმზიდველი იქნება მისი თითოეული მოქალაქისთვის, სადაც ეთნიკური, რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნების პირობებში ყველას ექნება თვითმყოფადობის შენარჩუნების, კეთილდღეობისა და განვითარების შესაძლებლობა“, – წერს ირაკლი ღარიბაშვლი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: ყოველდღიურად ვგრძნობ თბილისელების მხარდაჭერას, რასაც ძალიან ვაფასებ
Next post საქართველოში კოვიდინფიცირების 5 579 ახალი შემთხვევა გამოვლინდა