ირაკლი ღარიბაშვილი: ვფიქრობ, რამდენიმე თვეში მორიგ ჯერზე გაძევებულ სააკაშვილს ვიხილავთ

Read Time:45 Second

ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების აღამსრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშვნას გამოეხმაურა. როგორც თავდაცვის მინისტრმა ვაკის პარკში ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ეს სააკაშვილის მხრიდან მისი პოლიტიკური კარიერის რეინკარნაციის მორიგი მცდელობაა, რომელიც არც ამჯერად დასრულდება წარმატებულად.

„ჩვენ ვიხილეთ სამარცხვინო კადრები ყოფილი პრეზიდენტის, რომელმაც დათმო თავისი მოქალაქეობა, რაც მორიგი სამარცხვინო ფაქტი იყო. ალბათ, ევროპის ისტორიას, მთელი მსოფლიოს ისტორიას არ ახსოვს ასეთი ფაქტი, რომ ადამიანი, რომელიც 9 წლის განმავლობაში იყო პრეზიდენტი, მან უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, გახდა გუბერნატორი და შემდეგ ვნახეთ როგორ სამარცხვინოდ გააძევეს იგი უკრაინიდან, თმების თრევით, რომ იტყვიან. ვფიქრობ, ეს არის მორიგი მცდელობა მისი მხრიდან, რომ მოხდეს მისი რეინკარნაცია. მაგრამ, ვფიქრობ, რომ რამდენიმე თვეში ჩვენ ვიხილავთ მორიგ ჯერზე გაძევებულ სააკაშვილს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

7 მაისს საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვებგვერდზე გავრცელდა.

22 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზეს. თუმცა 30 აპრილს მთავრობამ პარლამენტიდან სააკაშვილის კანდიდატურა გაიწვია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დღის ფოტო-დღე ესე მიაცილებდნენ საპარტულო სამსახურის თანამშრომლები ომის ვეტან ბაბუას უცნობი ჯარისკაცის მემორიალამდე.
Next post გიორგი გახარია – ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და ვისაც ავიწყდება, გავახსენოთ, რამხელა წვლილი შეიტანა საქართველომ ქართველების სიცოცხლით ფაშიზმზე დიდ გამარჯვებაში