ირაკლი ღარიბაშვილი – ერთობლივი ძალისხმევით, ყველა პრობლემას დავძლევთ, მტკიცედ მჯერა, მომდევნო წლები იქნება აღმშენებლობის, მშვიდობის, სტაბილურობისა და გაერთიანების წლები
ჩვენ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში მოვიარეთ მთელი საქართველო, უშუალოდ შევხვდი მოსახლეობას და მათი პრობლემები და გამოწვევები მოვისმინეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ხალხს დღეს სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა, სამუშაო ადგილები, კეთილდღეობა და არა არეულობა, ქაოსი, დესტაბილიზაცია, ბოიკოტი და რევანში.
„ჩვენ ერთად, მეგობრებო, ერთობლივი ძალისხმევით, ყველა პრობლემას დავძლევთ. დარწმუნებული ვარ და მტკიცედ მჯერა, მომდევნო წლები იქნება აღმშენებლობის, მშვიდობისა და სტაბილურობის წლები, გაერთიანების წლები. ჩემი დიდი სურვილია, დავასრულოთ დაპირისპირება და გავერთიანდეთ. გავერთიანდეთ ისევე, როგორც ამას ჩვენი ეროვნული განძი და კულტურის სიამაყე, ჩვენი წინაპრების შექმნილი ქართული პოლიფონია გვასწავლის, ჩვენი მრავალჟამიერი გვასწავლის, სადაც განსხვავებული ხმები ერთიან ჰარმონიას ქმნიან. ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ, თბილისი გაიმარჯვებს, ზუგდიდი გაიმარჯვებს, ქუთაისი გაიმარჯვებს, ბათუმი გაიმარჯვებს, ოზურგეთი გაიმარჯვებს, რუსთავი გაიმარჯვებს, ფოთი გაიმარჯვებს, თელავი გაიმარჯვებს, თიანეთი გაიმარჯვებს, ქარელი გაიმარჯვებს, ხაშური გაიმარჯვებს, ცაგერი გაიმარჯვებს, ბაღდათი გაიმარჯვებს, წყალტუბო გაიმარჯვებს, სენაკი გაიმარჯვებს, მარტვილი გაიმარჯვებს, ხობი გაიმარჯვებს, წალენჯიხა გაიმარჯვებს, ჩხოროწყუ გაიმარჯვებს, ხელვაჩაური გაიმარჯვებს, საქართველო გაიმარჯვებს ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023...
თეა წულუკიანი: 100-ჯერ და 1000-ჯერ იყო ახსნილი, არგუმენტებით, მკაფიოდ და გასაგებად, ეს არის ქართული კანონი ერთადერთი ვალდებულებით, ყველა ორგანიზაციამ, ვისაც ეს ეხება, წელიწადში ერთხელ დეკლარაცია შეავსოს
„რაც არ უნდა რბილ გამონათქვამად მოეჩვენოს ეს ვინმეს, დასანანია ეს ყოველივე, იმიტომ რომ ასჯერ და ათასჯერ იყო ახსნილი, არგუმენტებით, მკაფიოდ...
მამუკა მდინარაძე: ხვალ დილით მიკეთებენ ოპერაციას ხერხემალზე, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ 84-ე ხმა ჩემია
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ პარლამენტის დღევანდელ სხდომას ჯანმრთელობის გამო არ ესწრებოდა. „დილით ფეხი ვეღარ დავდგი,...
VIDEO: „ეს არის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს და ემსახურება 100 % -ით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს…“ – ლადო მგალობლიშვილი
„ეს არის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს და ემსახურება 100 % -ით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს...“ - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა,...
ირაკლი კობახიძე: იშიფრება 15-მდე ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ დატრენინგებულია ძალადობისთვის
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია უკვე ამდენი წელია, ყოველ წელს ცდილობს სამოქალაქო დაპირისპირებას და ეს სცენარი მათ გამზადებული ჰქონდათ არჩევნების შემდგომი...
მიხეილ სარჯველაძე: “სასწრაფოების რაოდენობა საკმარისზე მეტი იყო – მათი შრომა ძალიან დასაფასებელია”
„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებთან დაკავშირებით, ერთგვარი, კამპანია გაჩაღდა უმიზეზოდ. გარკვეული ადამიანების მხრიდან, გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, ადგილზე, ხელმიუწვდომელი იყო...