ირაკლი ღარიბაშვილი: ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსის მისაღებად მზად არის

Read Time:30 Second

ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა რა საკითხებზე ისაუბრებენ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტზე, რომელიც მოლდოვაში იმართება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ის საქართველოს გამოწვევებზეც ისაუბრებს.

„ვფიქრობ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსიები, რომლებშიც ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას. რა თქმა უნდა, მთავარი თემა იქნება უკრაინის ომი და უსაფრთხოების საკითხები ევროპის კონტინენტზე და მთელს მსოფლიოში ზოგადად. რა თქმა უნდა, ასევე მექნება საუბარი ჩვენი ქვეყნის გამოწვევებზე, ჩვენს უსაფრთხოებაზე. ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე გვექნება საუბარი. დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო არის მზად მიიღოს კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა იმსახურებს სტატუსს. ეს არის უალტერნატივო, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღონ ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ამილახვარი: ვეცდები, ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ ჩვენს შვილებს თანასწორ და უსაფრთხო გარემოში ჰქონდეთ ხარისხიანი განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობა
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს მეგობარ უკრაინას, უკრაინელ ხალხს. ჩვენი ყველა სურვილია, რომ ეს ომი მალე დასრულდეს, აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა და მშვიდობამ დაისადგუროს უკრაინაში