ირაკლი ღარიბაშვილი: დიდი პროვოკაცია და დიდი არეულობა ავარიდეთ ჩვენს ქვეყანას

Read Time:42 Second

ვთქვათ პირდაპირ, რომ ჩვენ ქვეყანას ავარიდეთ ძალიან დიდი, მორიგი მძიმე პროვოკაცია, რომელიც შესაძლოა, გადაზრდილიყო ძალიან დიდ დაპირისპირებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რაც ყველაზე მეტად ქ ხალხს აკლია, ეს არის მშვიდობა და პოლარიზაციის მინიმუმამდე დაყვანა, შესაბამისად, ქვეყანაში არეულობა არავის ინტერესში არ შედის.

„მინდა ყველას ვუსურვო მშვიდობა, სტაბილურობა. ჩვენს ქვეყანას ახლა სჭირდება დამშვიდება. რაც ყველაზე მეტად ჩვენს ხალხს აკლია, ეს არის სწორედ მშვიდობა, პოლარიზაციის მინიმუმამდე დაყვანა, იმიტომ რომ არავის ინტერესში არ შედის ქვეყანაში არეულობა.

ვთქვათ პირდაპირ, რომ ჩვენ ქვეყანას ავარიდეთ ძალიან დიდი, მორიგი მძიმე პროვოკაცია, რომელიც შესაძლოა, გადაზრდილიყო ძალიან დიდ დაპირისპირებაში. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმ ხელწერას, რომელიც ბატონ სააკაშვილს და მის თანამებრძოლებს აქვთ, და მითუმეტეს, ვიცოდით რა მათი გეგმების შესახებ, დიდი პროვოკაცია და არ გადავაჭარბებდი, დიდი არეულობა ავარიდეთ ჩვენს ქვეყანას. ასე, რომ კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენს სამართალდამცავებს, რომლებმაც უბადლოდ, იდეალურად შეასრულეს აღნიშნული ოპერაცია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: ყველანი ვზეიმობთ ისტორიულ გამარჯვებას, რომელიც ჩვენი დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ჩვენმა პარტიამ მოიპოვა 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს
Next post კახა კალაძე: ერთადერთი კანდიდატი ვიყავი, ვინც რეალურად საუბრობდა თბილისზე და ვისაც ჰქონდა რეალური საარჩევნო პროგრამა