ირაკლი ღარიბაშვილი: დაგეგმილი მაქვს 2-3 ისეთი ნაბიჯი, რომელიც პირდაპირ დაარტყამს მედიკამენტების ფასებს

Read Time:41 Second

როგორც კი ახალი მინისტრი [შეუდგება მოვალეობის შესრულებას], მაქვს დაგეგმილი 2-3 ისეთი ნაბიჯი, რომელიც პირდაპირ დაარტყამს მედიკამენტების ფასებს, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა. პრემიერის თქმით, ყველა თანხმდება, რომ ქვეყანაში მედიკამენტების ფასები გაზრდილია და სხვა ნაბიჯებთან ერთად მთავრობა ხარისხიანი მედიკამენტების იმპორტის გამარტივებას გეგმავს, რომ მოსახლეობას უფრო ფართო არჩევანი ჰქონდეს და ნაკლები გადაიხადოს.

„მაგალითისთვის, მოსახლეობას ვეტყვი, რომ ძალიან ბევრი დასახელების წამალი, რომელიც ყოველდღიურ მოხმარებაშია და მოთხოვნადი წამალია, თუ ჩვენთან ღირს, დავუშვათ, 10 ლარი, ჩვენს მეზობელ თურქეთში ღირს ლარი, ორი ლარი. ეს არის ის წამლები, რომლებიც ყველაზე მოთხოვნადია. თურქეთში ძალიან განავითარეს ფარმაცევტული სფერო და ბიზნესი და უმაღლესი ტექნოლოგიების ფარმაცევტული ქარხნები დადგეს ბოლო წლებში და ეს ყველა ნორმალური, ცივილიზებული ქვეყნის მიერ არის აღიარებული. დღეს თურქეთიდან რატომღაც აკრძალულია წამლების იმპორტი. კითხვა დავსვი – რატომ? პასუხი არავის აქვს. როგორც კი ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ძალიან მოკლე ვადაში შეიძლება გაიაფდეს წამლები“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: სამი წელი გვაქვს სტაბილურობის ხანა, აღმშენებლობისა და განვითარების პერიოდი
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მოსახლეობის ფული, მილიარდ 500 მილიონი იხარჯება ონლაინ კაზინოებში, რაც კატასტროფა და დანაშაულია