ირაკლი ღარიბაშვილი: გუბაზ სანიკიძე, რომელიც გამოირჩევა უსამართლო, ღვარძლიანი და ბოროტი გამონათქვამებით ერთ დროს ჩვენი გუნდის წევრი იყო, ოცნებობდა მილიონ დოლარზე და 100 000 დოლარად მიეყიდა სააკაშვილს

Read Time:56 Second

ირაკლი ღარიბაშვილი- გუბაზ სანიკიძე,რომელიც გამოირჩევა უსამართლო, ღვარძლიანი და ბოროტი გამონათქვამებით ერთ დროს ჩვენი გუნდის წევრი იყო, ოცნებობდა მილიონ დოლარზე და 100 000 დოლარად მიეყიდა სააკაშვილს

გუბაზ სანიკიძე, რომელიც გამოირჩევა უსამართლო, ღვარძლიანი და ბოროტი გამონათქვამებით ერთ დროს ჩვენი გუნდის წევრი იყო, ოცნებობდა მილიონ დოლარზე და 100 000 დოლარად მიეყიდა სააკაშვილს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გუბაზ სანიკიძისნაირი მოღალატეები და არაკაცები ვეღარასოდეს ვერ იქნებიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები.

„ჩვენ, მეგობრებო ვდგავართ ძალიან სერიოზული, ისტორიული ტრანსფორმაციის მიჯნაზე, შეიძლება ასე ითქვას. ბატონ გუბაზს მადლობა რჩევებისთვის, მაგრამ მე მინდა შემდეგი რაღაც ვუთხრა ამ კაცს, რომელიც გამოირჩევა ძალიან ბევრი უსამართლო და ღვარძლიანი, ბოროტი გამონათქვამებით. ეს კაცი ერთ დროს ჩვენი გუნდის წევრი იყო. ეს კაცი ოცნებობდა მილიონ დოლარზე, გახსოვთ ამის თაობაზე. ეხლა მე მინდა გითხრათ, ეს კაცი როგორ გაიყიდა, როგორ მიეყიდა სააკაშვილს. თქვენ ყველამ რომ იცოდეთ, ეს კაცი 100 000 დოლარად არის გაყიდული. გუბაზ სანიკიძისნაირი მოღალატეები, არაკაცები ვეღარასოდეს ვერ იქნებიან ამ ქვეყანაში ხელისუფლების წარმომადგენლები. გუბაზისნაირ არაკაცებს მინდა ვუთხრა, რომ თქვენნაირი მოღალატე ხალხი ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში. შენ ხარ სულ გაყიდული , მოღალატე კაცი და შენნაირი მოღალატეების ხელისუფლება ჩვენმა ხალხმა დიდი ხანია გაისტუმრა“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენი მთავრობა დგას ქვეყნის და ხალხის ინტერესების სადარაჯოზე, ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ქვეყანა გადარჩეს
Next post პარლამენტში გუბაზ სანიკიძეს სცემეს