ირაკლი ღარიბაშვილი: გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ კანონის გაწვევით, ამ სიტუაციაში სახელმწიფოებრივად ყველაზე სწორი და გონივრული იყო

Read Time:1 Minute, 28 Second

გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ ამ კანონის გაწვევით, ამ სიტუაციაში სახელმწიფოებრივად ყველაზე სწორი და გონივრული იყო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის კვირაში“ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციის ამოცანა იყო ქაოსი, მუდმივი დესტაბილიზაციის შენარჩუნება, არეულობა და მათ შეიძლებოდა რამდენიმე ახალგაზრდა თავადვე მოეკლათ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლება კანონპროექტის გაწვევით გაუფრთხილდა ქვეყნის სტაბილურობასა და მშვიდობას.

“ჩვენ ვთქვით, ძალიან ცხადად, მკაფიოდ იყო ნათქვამი, მეც გამოვედი ამ კანონპროექტის კენჭისყრის დღეს, გავაკეთე განცხადება, ვთქვი, რომ ჩვენმა გუნდმა გადაწყვიტა, რომ პირველი მოსმენით მივიღებდით კანონპროექტს და შემდეგ დაუყოვნებლივ ვაგზავნიდით ვენეციის კომისიაში. თუ ამას ნებისმიერი გონიერი ადამიანი და პასუხისმგებლიანი მოქალაქე ისმენს, ვინც ჩვენი ქვეყნის მომავალს უფრთხილდება, რა თქმა უნდა, ამას კარგად გაიგებდა. ვისაც ამის გაგება არ უნდოდა, ასეთი ადამიანები აღმოჩნდნენ, ნაწილი ასეთი ადამიანებისა, პოლიტიკურად ანგაჟირებულები და ნაწილი, რომლებიც უბრალოდ, შეიძლება ასე ვთქვათ, მსუბუქად ნათქვამი, უბრალოდ დაიბნენ ამ ვითარებაში. ვენეციის კომისიაში გაგზავნის შემდეგ, ჩვენ ალბათ 3-4 თვე გვექნებოდა იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაგვეგრძელებინა ეს განხილვები. ამის მიუხედავად, ჩვენ ვნახეთ, რომ და, მე აქვე ვიტყოდი, კიდევ ერთი კარგი რაც მოხდა, ერთი, რაც თავში ვახსენე, რომ გამოჩნდა სახელმწიფოს სიძლიერე, ჩვენი სიმტკიცე ხელისუფლების და ამავდროულად, ჩვენი ხელისუფლების გონიერება. გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ამ კანონის უკან გაწვევის, ამ სიტუაციაში სახელმწიფოებრივად ყველაზე სწორი და გონივრული გადაწყვეტილება იყო. ამით ჩვენ ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, ვაჩვენეთ, რომ არავის მივცემთ უფლებას, ვიღაცამ რაღაც დესტაბილიზაცია მოაწყოს, არეულობა და ქაოსი შემოიტანოს ქვეყანაში და მერე მეორე ფრონტები და ათასი სისაძაგლე გააჩაღოს. მეორეს მხრივ, ვთქვით, რომ ვიცოდით რა მათი ამ ძალიან ცუდი გეგმების შესახებ, მათი ამოცანა იყო ქაოსი, მუდმივი დესტაბილიზაციის შენარჩუნება, არეულობა, შეიძლებოდა რამდენიმე ახალგაზრდა მოეკლათ თავადვე და ვთქვით, რომ ჩვენ ამ ნაბიჯით ვუფრთხილდებით ჩვენთვის ყველასთვის უფრო ძვირფასს, ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას, მშვიდობას და არა ომს! არა ომის პოლიტიკას! მთავარი მიზანი ამ აქციების და ჩვენი დესტრუქციული, ექსტრემისტული – მე ასე ვიტყოდი, აღარ არის მხოლოდ დესტრუქციული, ეს არის უკვე ექსტრემისტული ორგანიზაცია, კოლექტიური “ნაცმოძრაობა”,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვითხოვდით არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის მინიმალურ დონეს და მინიმალურ ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე
Next post პრემიერი: აქციაზე ე.წ. ფრანკლინის კლუბის ახალგაზრდები და ზურაბ ჯაფარიძის პარტიის წევრები ყველაზე მეტად იქცეოდნენ პროვოკაციულად, მათ ჰქონდათ დავალება, პირდაპირ შესულიყვნენ დაპირისპირებაში სპეცდანიშნულების რაზმებთან