ირაკლი ღარიბაშვილი: აშშ-ის დახმარება ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის სწრაფად აღდგენას

Read Time:1 Minute, 0 Second

ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის სწრაფად აღდგენას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის საგრანტო შეთანხმებაზე ხელის მოწერის ცერემონიის გახსნისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, USAID-ი საქართველოს 67 მილიონი დოლარის ოდენობის გრანტს გამოუყოფს.

„საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის შეთანხმება“ მიზნად ისახავს მაღალანაზღაურებადი და ხარისხიანი დასაქმების შექმნას, ანგარიშვალდებული მმართველობის განვითარებას და დემოკრატიული მიღწევების განმტკიცებას. ის მოიცავს არაერთ სტრატეგიულ მიმართულებას; კონფლიქტების მოგვარებას, სოფლის მეურნეობისა და კერძო სექტორის განვითარებას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს, დემოკრატიულ მმართველობას, სამოქალაქო საზოგადოებას, საბაზისო განათლებას, სოციალურ სერვისებასა და გარემოს დაცვას. ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და მდგრად განვითარებას, ასევე, თავისუფალი ბაზრისა და დასავლური ორიენტაციის გაძლიერებას ემსახურება. ეტაპობრივად, შესაძლებელი იქნება გრანტის გაზრდა 330 მილიონ დოლარამდე. ჩვენი ქვეყნისადმი, მხოლოდ USAID-ის დახმარება შეადგენს 1 800 000 000 დოლარს. უკვე განხორციელდა დაახლოებით, 335 პროგრამა სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის, განათლების, ჯანდაცვის მიმართულებით. დღეს მიმდინარე პროექტების საერთო, ჯამური ღირებულება შეადგენს 260 მილიონ დოლარს და გვაქვს 35 მიმდინარე პროექტი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის სწრაფად აღდგენას. მინდა, ჩვენი მთავრობისა და ხალხის სახელით, მადლობა გადავუხადო აშშ-ის მთავრობასა და ქალბატონ ელჩს, კელი დეგნანს“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კარლ ჰარცელი: საარჩევნო რეფორმის დოკუმენტზე პარტიების ერთობლივი მუშაობა არის ძალიან კარგი და ძლიერი სიგნალი, რომ პროცესი წინ მიდის
Next post ნიკოლოზ მჭედლიშვილი: დასავლეთის და საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მიმართ უპრეცედენტოა