ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025

ირაკლი ღარიბაშვილი ანალენა ბერბოკს შეხვდა

საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების დინამიკა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრის ანალენა ბერბოკის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროინტეგრაციის პროცესში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის ანალენა ბერბოკს მადლობა გადაუხადა და ევროინტეგრაციის პროცესში დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოსა და ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეს. პრემიერ-მინისტრმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ინსტიტუციური და სოციალურ-ეკონომიკური ტრანსფორმაციის პროცესში გერმანიამ არაერთხელ შეასრულა მნიშვნელოვანი როლი და აგრეთვე ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ევროკავშირის საიმედო პარტნიორი და მოკავშირეა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ, და კვლავაც გააგრძელებს კონსტრუქციული როლის შესრულებას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად.

ირაკლი ღარიბაშვილმა და ანალენა ბერბოკმა რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში საქართველოს მნიშვნელოვან როლს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გია ვოლსკი – ოპოზიციის მიზნები და გარედან შემოსული ინსტრუქტაჟი არ შეცვლილა, უბრალოდ საკუთარი მიზნის მისაღწევად ზოგს ბოიკოტი და საბოტაჟი, ზოგს კი არჩევნების გზა მიაჩნია

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს, რომ ოპოზიციას საერთო მიზნები აქვს, თუმცა შესაძლოა, განსხვავებულად ხედავდნენ ამ მიზნების განხორციელების გზას.ვოლსკის თქმით, ოპოზიცია გარედან მიღებული ინსტრუქტაჟით მოქმედებს.„ოპოზიცია დაკარგულია სივრცეში. მათთვის პოლიტიკური სივრცე არ არსებობს. აქვთ ერთადერთი სცენარი – რომელიც საქართველოში არ დაწერილა – როგორმე ისეთი სიტუაცია შეიქმნას, რაც რუსეთის ძალების დივერსიფიკაციას მოახდენს და ევროპის მიმართულება შერბილებული იქნება რუსეთის შესაძლო აგრესიის შემთხვევაში. ეს არის იდეა და აზრი. მამუკა ხაზარაძეს და სხვებს მიაჩნიათ, რომ ამ აზრის განხორციელება არჩევნების გზით შეიძლება. დიდი შეცდომაა დაშვებული, რომ მანდატები არ გამოიყენეს. ზოგს მიაჩნია, რომ საკუთარ მიზანს ბოიკოტით და საბოტაჟით მიაღწევს. მათ შორის სხვაობა ეს არის, თორემ არც მიზანი, არც იდეა და გარედან შემოსული ინსტრუქტაჟი არ შეცვლილა. ვიხილეთ კიდეც ეს ევროპარლამენტის რეზოლუციაში“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

გურამ მაჭარაშვილი – ეუთო/ოდირ-ს თავს დაესხნენ, როგორ დაწერა ის რეალობა, რაც საქართველოში არჩევნებზე მოხდა, მათი დასკვნა არ აინტერესებდათ, ბიბლია არ არისო, ახლა გახდა საჭირო...

ვისაც უნდოდა, რეალობა დაენახა, დაინახა და თქვა, რომ საქართველოში კონკურენტუნარიანი არჩევნები ჩატარდა, –  ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ხელისგულზე დევს, სად როგორი არჩევნები ტარდება და ყველამ იცის, სად რა განწყობებია.„ვისაც უნდოდა, რეალობა დაენახა, დაინახა და თქვა, რომ საქართველოში კონკურენტუნარიანი არჩევნები ჩატარდა. არაფერს ვამბობ ეუთო/ოდირ-ზე, რომელსაც თავს დაესხნენ იმის გამო, როგორ თუ რეალობა დაწერა, რაც საქართველოში მოხდა. ამბობდნენ, რომ ეუთო-ს დასკვნა არ აინტერესებთ, რადგან ბიბლია არ არის. რატომღაც ახლა ეუთო საჭირო ორგანიზაცია გახდა. ე.წ. კრიტიკა, რომელსაც ევროპარლამენტარებს ალაპარაკებენ, ფასიან განცხადებებს რომ აკეთებინებენ, ეს უკვე არაფერს ეფუძნება. ევროპაში ამ სიყალბის მათივე საზოგადოებას არ სჯერა, რადგან ხელისგულზე დევს, სად როგორი არჩევნები ტარდება და ყველამ იცის, სად რა განწყობებია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

“მანქანა გზიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა…” – 28 წლის ფორვარდის ტრაგიკულად დაღუპვის დეტალები

28 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა „ლივერპულის“ ფეხბურთელი დიოგუ ჟოტა.უცხოური მედიის ცნობით, პორტუგალიის ნაკრების და „ლივერპულის" ფეხბურთელი, ესპანეთში, სამორას პროვინციაში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა.არსებული ინფორმაციით, მათი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რის შემდეგაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. გავრცელებული ინფორმაციითვე, მანქანაში იჯდა მისი 26 წლის ძმაც. გავრცელებული ინფორმაციით, ავარიას ისიც ემსხვერპლაფეხბურთელი სულ რაღაც 10 დღის წინ დაქორწინდა, რუტე კარდოსოზე. ქორწილი 22 ივნისს შედგა. ფოტოებზე წყვილი სამ შვილთან ერთად იყო გამოსახული.ჟოტა „ლივერპულს“ 2020 წლის სექტემბერში შეუერთდა.

ირაკლი ფავლენიშვილი – ფოკუსი გასასწორებელი აქვთ იმ ძალებს, რომლებიც არჩეულ კურსს ღალატობენ, ჩვენ უნდა მოვუწოდებდეთ, რომ ფოკუსი გაასწორონ, მაგრამ ბედავენ და აქეთ გვეუბნებიან

ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელიც არის პოლიტიკური პატიმარი, მაგრამ ეს პოლიტპატიმრობა არ არის იმუნიტეტი მისი პოლიტიკური ძალისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” გენერალურის მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.ფავლენიშვილის თქმით, ფოკუსი გასასწორებელი აქვთ იმ ძალებს, რომლებიც არჩეულ კურსს ღალატობენ.„პოლიტიკური ძალა როდესაც ბრძოლაში კი არ შედის, არამედ ბრძოლიდან გამოდის და სურს, მოახდინოს რეჟიმის ნორმალიზება, მათ შორის საერთაშორისო წნეხის შემსუბუქება, ამ შემთხვევაში, ეს ძალა მიიღებს შესაბამის რეაქციას და შესაბამის პასუხს, მათ შორის ჩვენი პოლიტიკური ძალის მხრიდან. ეს თავდასხმა არ გახლავთ, უბრალოდ ფაქტის კოსტანტაციაა, ვინმეს თუ ჰგონია, რომ ჩუმად ვიქნებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი საერთოდ ბრძოლას და პროტესტს გამოეთიშებიან.ფოკუსი გასასწორებელი აქვთ იმ ძალებს, რომლებიც არჩეულ კურსს ღალატობენ, ე.წ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას აპირებენ, უარს აღარ ამბობენ არჩევნებზე. პირიქით. ჩვენ უნდა მოვუწოდებდეთ მათ, რომ ფოკუსი გაასწორონ, მაგრამ, საერთო ჯამში, პირიქით ხდება და ბედავენ, რომ აქეთ გვეუბნებიან“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ წერილი გამოაქვეყნა, სადაც მოუწოდა ყველას, „გავაერთიანოთ ძალები, წინ ახალი არჩევნები გველოდება და იქამდე ბრძოლით მისვლაა საჭირო და არა ბოიკოტით“.

თუშეთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა – ერთადერთ საავტომობილო გზაზე მოძრაობა აიკრძალა

თუშეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ საავტომობილო გზაზე მოძრაობა აიკრძალა. მიზეზი უამინდობაა, რის გამოც ფშაველი-აბანო-ომალოს მიმართულებით ხევის მონაკვეთზე მეწყერია ჩამოსული.ადგილზე შესაბამისი სამსახურებია მობილიზებული, თუმცა გზის გაწმენდას ამ ეტაპზე ძლიერი წვიმა აფერხეს.ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მოძრაობის აღდგენა ამინდზეა დამოკიდებული. სტიქიის დროს არავინ დაშავებულა.ცნობისთვის, თუშეთისკენ მიმავალი გზა, სატრანსპორტო საშუალებებისათვის დაახლოებით ერთი თვეა გაიხსნა.

ბოლო სიახლეები