ირაკლი ღარიბაშვილი: ანაკლიის პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება, სადაც 51 პროცენტის მფლობელი სახელმწიფო იქნება

Read Time:29 Second

ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51 პროცენტის მფლობელი სახელმწიფო იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენი გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51 პროცენტის მფლობელი იქნება სახელმწიფო. დანარჩენზე ჩვენ გამოვაცხადებთ საერთაშორისო კონკურსს და შევარჩევთ პარტნიორ კომპანიებს. ეს პროექტი არის მიტოვებული, ადგილი არის გაპარტახებული. კარგად მოგეხსენებათ, ახლა რაც ხდება ანაკლიაში. მტვრის ბუდედ გადააქციეს ადგილი. ამიტომ, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ჩვენ სასწრაფოდ უნდა შევარჩიოთ საერთაშორისო პარტნიორი კომპანიები და ჩვენც უნდა დავიწყოთ ინვესტირება ამ პროექტში. ეს პროექტი განხორციელდება ჩვენი თანამონაწილეობით. სახელმწიფო განახორციელებს ამ პროექტს, უცხო თუ სხვა კომპანიებთან ერთად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სარჯველაძე: იუსტიციის სამინისტრომ ძალიან სერიოზული განაცხადი გააკეთა პატიმრების უფლებების კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლასთან დაკავშირებით,
Next post პრემიერი: ვმუშაობთ ერთ ებრაულ კომპანიასთან, რომელიც გამოთქვამს სურვილს, რომ ქუთაისის პარლამენტის შენობის ბაზაზე შეიქმნას ახალი IT-ჰაბი