ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტით პოლიციის დაფინანსება 35 მლნ ლარით გაიზრდება

Read Time:36 Second

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თბილისში ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად დამატებით 170 მლნ ლარიგამოიყოფა.

პრემიერმა დაასახელა ის უწყებები, რომელთაც დაფინანსება ეზრდებათ. მისივე თქმით, ასევე იზრდება პოლიციის დაფინანსება 35 მლნ ლარი.

„თბილისში ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად დამატებით გამოიყოფა 170 მლნ ლარი. ასევე ჩვენ 30 მლნ ლარით გავუზარდეთ ბატონი ირაკლი ქარსელაძის უწყებას ბიუჯეტი. კულტურისა და სპორტის მიმართულებით გამოიყოფა 55 მილიონი ლარი და ასევე ჩვენს საამაყო პოლიციას დავუმატეთ 35 მლნ ლარი.

ესაა ძირითადი მიმართულებები, რაზეც გადანაწილდება ახალი ბიუჯეტი და დამატებითი რესურსი, რომელიც ჩვენ გამოვნახეთ 660 მლნ ლარის ოდენობით. რა თქმა უნდა, მოთხოვნები გაცილებით მეტი იყო, სამინისტროებს ჰქონდათ კონკრეტული გეგმები წარმოდგენილი, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ ასე ჩავთვალეთ, რომ ეს არის ის აუცილებლად გასაკეთებელი და დასაფინანსებელი პროექტები და პროგრამები, რომელიც წაადგება ჩვენს ქვეყანას და ზოგადად ჩვენს ხალხს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით მათიკაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: ჭაობში დგას ეს პოლიტიკური დაჯგუფება და მცდელობა ძველი ახალი სახეებით რაღაც შეცვალონ, პირიქით, ამ კრიზისის გაღრმავებით დასრულდება
Next post ანა წითლიძე: ჭიაბერაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტებაში დიდი როლი მიუძღვის