ირაკლი ქადაგიშვილმა მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრები სოფელ კონდოლიდან დაიწყო

Read Time:37 Second

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის გაერთიანებულ ოლქში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრები თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლიდან დაიწყო. ეს ის სოფელია, სადაც 15 ივლისს სტიქიამ საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დააზიანა.

ხელისუფლების ჩართულობით ასობით ოჯახისთვის დაზიანებული სახურავები ახალით შეუცვალეს.

შეხვედრაზე მოსახლეობამ რამდენიმე პრობლემა დაასახელა, მათ შორის სასმელი წყლისა და გზის. მოსახლეობამ დასეტყვილი ვენახების გამო გარკვეული რაოდენობის ფინანსური ანაზღაურების აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება.

ირაკლი ქადაგიშვილმა ადგილობრივებს საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო და პირობა მისცა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში საკანონმდებლო ორგანოდან მათი პრობლემების მოგვარებაზე აქტიურად იმუშავებს. ქადაგიშვილმა მოსახლეობას სადაზღვეო სისტემაში ჩართვისკენაც მოუწოდა, რათა მომავალში სტიქიური უბედურებების დროს ზარალის ანაზღაურება სადაზღვევო კომპანიამ თავად უზრუნველყოს.

წინასაარჩევნო კაპმანიის ფარგლებში ირაკლი ქადაგიშვილი ოლქში შემავალ 4 მუნიციპალიტეტის 155 სოფელსა და 4 ქალაქში მოსახლეობასთან შეხვედრას გეგმავს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში მიწისძვრა მოხდა
Next post ნიკა მელია: „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს უჭერს ზურაბ ჯაფარიძეს, საბურთალოზე კი კანდიდატს არ დააყენებს