ირაკლი ქადაგიშვილი ISFED-ზე: არასამთავრობო ორგანიზაცია უნდა იყოს არასამთავრობო ორგანიზაცია და არ უნდა მონაწილეობდეს პოლიტიკურ პროცესებში

Read Time:35 Second

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაცია უნდა იყოს არასამთავრობო ორგანიზაცია და არ უნდა მონაწილეობდეს პოლიტიკურ პროცესებში. ასე უპასუხა მან სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობაზე „სამართლიანი არჩევნებისთვის“ უარის თქმასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

„ერთი ხელით თითქოს ისინი აკეთებენ ნეიტრალურ საქმეს, მაგრამ მეორე ხელით, დაწყებული 2020 წლის არჩევნების გაყალბების შესახებ ცრუ ნარატივის მხარდასაჭერად არასწორი მონაცემების გამოქვეყნებით, შემდეგ უბნების 8%-ზე ზედმეტობის შესახებ საუბრებით და მხოლოდ მაშინ უარყოფით, როდესაც საპარლამენტო კომისიაში მოუწიათ მასალების წარმოდგენა. არცერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჩვენ არ შეგვიზღუდავს და არც ვინმეს შეზღუდვას ვაპირებთ, ვინც დამოუკიდებლად, ნეიტრალურად იქნება ჩართული პროცესში“, – აცხადებს ქადაგიშვილი.

პარლამენტში საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი არ მიიწვიეს, რის გამოც შეხვედრა პროტესტის ნიშნად „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა დატოვა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 16 ადამიანი ემსხვერპლა
Next post საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ქალაქ გაზიანთიფში ავტოსაგზაო შემთხვევის გამო თურქეთის ხელისუფლებასა და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს