პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მოსასმენად დაბარებას სჭირდება პარლამენტის წევრთა, უმრავლესობის გადაწყვეტილება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მათივე ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის პარლამენტში დაბარება ხდება იმ წესითა და კანონით, რაც გაწერილია კონსტიტუციასა და რეგლამენტში.
„თუ სამართლებრივი კუთხით შევხედავთ, ის მოთხოვნა, რაც ოპოზიციამ პრეზიდენტს გაუგზავნა და პრეზიდენტის ვალდებულებაში არ შედის, რომ დღის წესრიგთან დაკავშირებით ის ღრმად შევიდეს მსჯელობაში. მან პირდაპირ გამოსცა ბრძანება მოთხოვნით დღის წესრიგთან დაკავშირებით. სწორედ აქ არის სამართლებრივი, ფუნდამენტური პრობლემა. პრემიერ-მინისტრის პარლამენტში დაბარება ხდება იმ წესითა და კანონით, რაც გაწერილია კონსტიტუციასა და რეგლამენტში. ასეთი შემთხვევით პრემიერ-მინისტრს რიგგარეშე სხდომაზე ვერ დაიბარებ. რიგგარეშე სხდომა იმართება მხოლოდ იმ საკითხზე, რა საკითხიც არის მითითებული და იხურება ამ საკითხის ამოწურვისთანავე. პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მოსასმენად დაბარებას სჭირდება პარლამენტის წევრთა, უმრავლესობის გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება ვერ მიიღება იმ ფორმით, რა ფორმითაც იმ 41 დეპუტატმა მოითხოვა პრეზიდენტთან. გამომდინარე აქედან, სამართლებრივად ვერ მოგვარდებოდა ეს საკითხი. სამართლებრივად ეს იყო აბსოლუტურად გაუმართავი ნაბიჯი და რა თქმა უნდა, ეს ესმოდა ოპოზიციას და მათ ამ მიზანს პოლიტიკური სარჩული ჰქონდა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.