ირაკლი ქადაგიშვილი: მოსახლეობას აქვს მკაფიო მახსოვრობა იმ უმძიმეს წლებთან დაკავშირებით, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს იყო

Read Time:53 Second

მოსახლეობას აქვს მკაფიო მახსოვრობა იმ უმძიმეს წლებთან დაკავშირებით, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს იყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„მოსახლეობას აქვს მკაფიო მახსოვრობა იმ უმძიმეს წლებთან დაკავშირებით, რაც მათი მმართველობის დროს იყო. დღესაც ჩვენ ვხედავთ, ისინი იმუქრებიან, ემუქრებიან პოლიციელებს, რომ დაგიმახსოვრებთ სახეზე და ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფლებაში, ნახავთ რა მოგივათ! ემუქრებიან ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს და იქ მომუშავე ადამიანს, რომელიც მათ უკანონო საქციელს, მათივე გაგებით, კვერს არ უკრავს და ემუქრებიან. გამომდინარე აქედან, ამას მოსახლეობა კარგად ხედავს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დაპირისპირების ახალი ტალღა ღვივდება. პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია დავით კეზერაშვილისა და ვანო მერაბიშვილის კრიტიკას საჯაროდ აღარ ერიდება.

„ვანო მერაბიშვილმა რომ გამოაცხადოს, რომ „ქართულ ოცნებას” უჭერს მხარს, დაგანახებთ რა მხარდაჭერა დაემატება ენმს და რა დააკლდება „ქართულ ოცნებას”.-ეს არის ციტატა, რომელიც პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ გუშინ ერთ-ერთ გადაცემაში გააჟღერა.

მელიას განცხადებიდან ისმის ერთგვარი აღიარებაც, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში მნიშვნელოვნად ირღვეოდა ადამიანების უფლებები და მოსახლეობა იჩაგრებოდა. „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ მოსახლეობა ნაციონალური მოძრაობის უკან ისევ იმ ადამიანებს ხედავს, ვის გამოც პარტიამ 2012 წლის არჩევნები წააგო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პატრიარქი: სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული ცხოვრების
Next post სოზარ სუბარი: ნიკა მელიამ კიდევ ერთხელ აღიარა, რომ არაადამიანური და სასტიკი რეჟიმი ჰქონდათ და მოსახლოებას ჩაგრავდნენ