ირაკლი ქადაგიშვილი: მიხეილ სააკაშვილმა, ფაქტობრივად, აჯანყების მიმართვა გამოაქვეყნა, ის არის პოლიტიკური ბაცილა ეროვნული სახელმწიფოს სხეულში

Read Time:31 Second

მიხეილ სააკაშვილმა გამოაქვეყნა, ფაქტობრივად, აჯანყების მიმართვა, ეგ არის პოლიტიკური ბაცილა ეროვნული სახელმწიფოს სხეულში, – ასე პასუხობს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი კითხვას, თუ „ვინ არის პოლიტიკური ბაცილა“.

ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში მოსვლის გზად მხოლოდ რევოლუცია მიაჩნია.

„რომელ პოლიტიკასა და პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზეა ლაპარაკი? ვხედავთ, რომ ამ პოლიტიკოსებმა არჩევნების შემდეგ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი რაიმე პრობლემის გარშემო საკითხი ერთხლაც არ დასვეს. ძირითადად ლაპარაკია, როგორ აირიდონ თავიდან პასუხისმგებლობა და საუბარი აქვთ იმაზე, რამდენ პროცენტიანი უნდა იყოს ბარიერი, რომ თვითონ კომფორტულად მოხვდნენ პარლამენტში. იცით, ვინ არის პოლიტიკური ბაცილა? ის, ვინც მოუწოდებს. მიხეილ სააკაშვილმა გამოაქვეყნა, ფაქტობრივად, აჯანყების მიმართვა, ეგ არის პოლიტიკური ბაცილა ეროვნული სახელმწიფოს სხეულში“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა ნათელაშვილი: რაც მეტს დაგვიჭერენ, უფრო მალე დაინახავს მსოფლიო, ვის უჭერს მხარს ზოგიერთი სამარცხვინო ელჩი
Next post კახა კუჭავა ევროკომისიის ანგარიშზე: კიდევ ერთხელ გვესმის ოპოზიციისთვის კონსტრუქციულობისკენ მოწოდება, რომ შევიდნენ და საპარლამენტო ფორმატი გამოიყენონ – იმუშაონ