ირაკლი ქადაგიშვილი – იმედია, ანალენა ბერბოკის ვიზიტი ხელს შეუწყობს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება ობიექტურ დამსახურებაზე იყოს დაფუძნებული

Read Time:38 Second

იმედი გვაქვს, რომ ეს და სხვა ვიზიტები ხელს შეუწყობს იმას, რომ საქართველოსთან მიმართებაში მიღებული იყოს ობიექტურ დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის საქართველოში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, საქართველო ერთადერთ რამეს ითხოვს, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება ობიექტური შეფასების საფუძველზე მოხდეს.

„ორივე მხარე როგორც საქართველო, ასევე ევროკავშირი ერთმანეთისგან სამართლიან და გარანტირებულ თამაშის წესებს ვითხოვთ. არ მგონია, რომ ამ ურთიერთთანამშრომლობის გზაზე რაიმე გადაულახავი ბარიერი არსებობდეს. საქართველო ერთადერთ რამეს ითხოვს, დამოკიდებულება არ იყოს აღქმის დონეზე, ობიექტური შეფასების საფუძველზე მოხდეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ეს თავის დროზე ირიბად ევროკავშირმა აღიარა, როცა ორ ქვეყანას სტატუსი მისცა და საქართველოს – არა. იმედი გვაქვს, რომ ეს და სხვა ვიზიტები ხელს შეუწყობს იმას, რომ საქართველოსთან მიმართებაში მიღებული იყოს ობიექტურ დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი ბრეგაძე: საქართველოში არსებობს სამართლებრივი წესრიგი. ეს არის სუვერენული სახელმწიფო და არა „ნაციონალური მოძრაობის“ ორღობე
Next post პრემიერი: მიზანი სააკაშვილის შემოსვლისა იყო ნიადაგის და ფონის მომზადება, რომ საქართველოშიც დაწყებულიყო ომი. რა თქმა უნდა ეს გეგმა ჩაუვარდათ, ჩვენი ქვეყნის შიდა და გარე მტრებმა წააგეს