ირაკლი ქადაგიშვილი: ვფიქრობ, ოპოზიციაშიც არ არსებობს ის სულისკვეთება, რომ პარლამენტი დატოვონ

Read Time:55 Second

თუ ოპოზიცია ამ საქმეში შემოგვიერთდება, ქვეყნისთვის კარგი იქნება, თუ არ – ჩვენ დემოკრატიული პრინციპების გასაძლიერებლად ძირითადი საქმე უკვე გაკეთებული გვაქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ ჩართვისას საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება მეორე და მესამე მოსმენით საშემოდგომო სესიაზე იგეგმება. ქადაგიშვილმა განმარტა, რომ საჭიროა ოპოზიციის მაქსიმალური ჩართულობა, რათა კანონის შესაბამისად, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ხმათა რაოდენობა მოგროვდეს.

„აღნიშნულიდან გამომდინარე, ახლა ჯერი ოპოზიციაზეა. წინა ხელისუფლების დროს გვქონდა კონსტიტუცია, რომელიც ძალაუფლების კონცეტრაციის ხარისხით პუტინის კონსტიტუციასაც აღემატებოდა. მიხეილ სააკაშვილს რომ დასჭირდა, ორი ვადის გასვლის შემდეგ ხელისუფლებაში დარჩენილიყო, მოახდინეს ამ კონსტიტუციის ტრანსფორმირება. მივიღეთ გაურკვეველი ჰიბრიდი, რომელიც არც საპრეზიდენტო და არც საპარლამენტო იყო, ანუ ერთგვარი მახინჯი ფორმა – მათ რეალობას მორგებული.

დღეს ჩვენ გვაქვს რეალურად ევროპული სტანდარტის საპარლამენტო რესპუბლიკის შესაბამისი კონსტიტუცია; 1918-21 წლების დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუციის მართლაც პირდაპირი სამართალმემკვიდრე. აღნიშნულიდან გამომდინარე, „ქართულმა ოცნებამ“ ეს გზა გაიარა და მრავალი სხვა რეფორმა გატარდა ამ მიმართულებით. ასე, რომ თუ ოპოზიცია ამ საქმეში შემოგვიერთდება, ქვეყნისთვის კარგი იქნება, თუ არ – ჩვენ დემოკრატიული პრინციპების გასაძლიერებლად ძირითადი საქმე უკვე გაკეთებული გვაქვს. რასაც ხელს დააკლებენ, ეს ისევ მათი ინტერესების საწინააღმდეგო იქნება. ამდენად, ვფიქრობ, ოპოზიციაშიც არ არსებობს ის სულისკვეთება, რომ პარლამენტი დატოვონ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მურმან დუმბაძე – გაუმარჯოს „ვარდების რევოლუციას“, რომელმაც დასაბამი მისცა თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს
Next post ნიკა მელია – ფიცს ვდებ, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებ, მირჩევნია, მიხეილ სააკაშვილთან ერთად საკანში ვიჯდე, მირჩევნია, საერთოდ არ ვიყო ცოცხალი, ვიდრე ამ უნამუსობას ვუყურო