ირაკლი ქადაგიშვილი: აქცია პარტიული შინაარსის აქციად გადაიქცა, რომლის მიზანიც არის: „მოდი, შენ წადი ხელისუფლებიდან, მე ამ მიტინგით მოვალ ხელისუფლებაში“

Read Time:44 Second

პარლამენტთან გუშინ ღამე გამართულ აქციას მმართველი გუნდის წევრები გამოეხმაურნენ. ქართული ოცნების წევრების შეფასებით, აქციამ სახელწოდებით „შინ ევროპისკენ“ პარტიული შინაარსი მიიღო. მათივე განმარტებით, ევროკავშირი საქართველოს გეგმების აღსრულებას მშვიდობიანი გზით მოუწოდებს, ოპოზიციური პარტიები კი, ანტიევროპულად განაგრძობენ დესტაბილიზაციის გზით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების არევას. მმართველი გუნდის წევრები აღნიშნავენ, რომ მათ რადიკალური ნაბიჯების გადადგმის გარდა, რაიმე ერთობლივი გეგმა არ გააჩნიათ.

„ეს აქცია პარტიული შინაარსის აქციად გადაიქცა, რომლის მიზანიც არის: „მოდი, შენ წადი ხელისუფლებიდან, მე ამ მიტინგით მოვალ ხელისუფლებაში“. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს აქცია თავისი შინაარსით აქტუალური აღარ ხდება“, – მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი.

აქცია „შინ ევროპისკენ“ საღამოს 20:00 საათზე, პარლამენტის შენობასთან დაიწყო. ადგილზე შეკრებილი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების საზოგადოება აქციის ორგანიზატორებისგან კონკრეტულ სამოქმედო გეგმას ითხოვდნენ. ორგანიზატორებმა კი საზოგადოებას „ქართული ოცნების“ ოფისისკენ წასვლა მოსთხოვეს, რამაც აქციაზე მყოფი ხალხის გარკვეულ ნაწილში, მათ შორის სტუდენტებში, უკმაყოფილება გამოიწვია.

„ნაცმოძრაობის“ მომხრეები აქციაზე სიტყვით გამომსვლელთა პარალელურად აჟღერებდნენ საკუთარ მოთხოვნას მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივი გათავისუფლების შესახებ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლაშა ბუღაძე აქციაზე: სხვა აღქმა გვქონდა და სხვა გამოვიდა
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: 4 ივლისი არა მარტო ამერიკელი ხალხისთვის, არამედ მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის არის თავისუფლების, დემოკრატიის და ჩვენი საერთო ღირებულებებისადმი ერთგულების სიმბოლო