ირაკლი ქადაგიშვილი ანტიკორუფციული ბიუროს ფორმირების წესის კრიტიკაზე: აბსურდის თეატრს ბოლო არ აქვს – თუ გვინდა, რომ საქართველო დაუსრულებელი ექსპერიმენტების ქვეყნად ვაქციოთ, არც დემოკრატია აშენდება და არც კეთილდღეობა იქნება

Read Time:33 Second

„აბსურდის თეატრს ბოლო არ აქვს“, – ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციის ნაწილის მხრიდან ანტიკორუფციული ბიუროს ფორმირების შესახებ მმართველი ფუნდის მიერ შეთავაზებული წესის კრიტიკას.

მისი თქმით, ოპოზიციონერთა ნაწილს სურს, სხვა საკითხების მსგავსად, ამ შემთხვევაშიც, პროცესები შეფერხდეს.

„აბსურდის თეატრს ბოლო არ აქვს. არ შეიძლება, რომ ქვეყანაში, თანამდებობის ყველა პირი, გარდა პრემიერ-მინისტრისა, გარკვეული კვალიფიციური 2/3 და 3/5 უმრავლესობით ინიშნებოდეს. დამისახელეთ ერთი ქვეყანა, რომელშიც ასეთი რამეები ხდება. არ ხდება და თუ გვინდა, რომ საქართველო დაუსრულებელი ექსპერიმენტების ქვეყნად ვაქციოთ და მუდმივად, არასტაბილური ვითარება იყოს და ოპოზიციას მუდმივად ჰქონდეს იმის განცდა, რომ ამ ქვეყანაში საბოტაჟით შეუძლია რამის შეცვლა, მაშინ ამ ქვეყანაში არც დემოკრატია აშენდება და არც კეთილდღეობა იქნება“, – აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ვაშაძე – „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“ შევთანხმდით საერთო სამოქმედო გეგმაზე, არანაირ ერთ პარტიად ჩამოყალიბებას არ ვაპირებთ
Next post ირაკლი ღარიბაშვილი – აქტიურად ვმუშაობთ რეკომენდაციებზე, კარი გავუღეთ ყველა აქტორს, მაქსიმუმს ვაკეთებთ და გავაკეთებთ, რათა საქართველომ სტატუსი რაც შეიძლება მალე მიიღოს