„აბსურდის თეატრს ბოლო არ აქვს“, – ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციის ნაწილის მხრიდან ანტიკორუფციული ბიუროს ფორმირების შესახებ მმართველი ფუნდის მიერ შეთავაზებული წესის კრიტიკას.
მისი თქმით, ოპოზიციონერთა ნაწილს სურს, სხვა საკითხების მსგავსად, ამ შემთხვევაშიც, პროცესები შეფერხდეს.
„აბსურდის თეატრს ბოლო არ აქვს. არ შეიძლება, რომ ქვეყანაში, თანამდებობის ყველა პირი, გარდა პრემიერ-მინისტრისა, გარკვეული კვალიფიციური 2/3 და 3/5 უმრავლესობით ინიშნებოდეს. დამისახელეთ ერთი ქვეყანა, რომელშიც ასეთი რამეები ხდება. არ ხდება და თუ გვინდა, რომ საქართველო დაუსრულებელი ექსპერიმენტების ქვეყნად ვაქციოთ და მუდმივად, არასტაბილური ვითარება იყოს და ოპოზიციას მუდმივად ჰქონდეს იმის განცდა, რომ ამ ქვეყანაში საბოტაჟით შეუძლია რამის შეცვლა, მაშინ ამ ქვეყანაში არც დემოკრატია აშენდება და არც კეთილდღეობა იქნება“, – აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.