ირაკლი ქადაგიშვილი აგენტების ამერიკულ კანონზე: ამ კანონპროექტის ერთადერთი მიზანი არის გამჭვირვალობა

Read Time:1 Minute, 3 Second

წმინდა ამერიკული კანონით, ყველა სუბიექტი, ფიზიკური პირებით დაწყებული, მთავრობებით დამთავრებული არის ამ კანონის მოქმედების ქვეშ, როგორც უცხოური აგენტი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

მისი განმარტებით, როგორც კი სუბიექტი გარკვეულ დაფინანსებას ჩადებს თავისი ან სხვა ლობისტური ინტერესის გატარებისთვის, ავტომატურად ექცევა ამ კანონის მოქმედების ქვეშ. ქადაგიშვილის თქმით, ამერიკაში გაცილებით რთული რეგულაციებია, რადგან იქ ფიზიკურმა პირმა მთელი თავისი ქონება უნდა წარადგინოს, ყოველ 6 თვეში ერთხელ უნდა აკეთოს დეკლარირება. „რომ შეხვდები ადამიანს – რაზე დაელაპარაკე, ისიც კი უნდა დაადეკლარირო“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტის თავდაპირველი, ქართული ვერსია, არის გაცილებით უფრო მსუბუქი და ლიბერალური.

„არაფერი ამდაგვარი ქართულ კანონში არ არსებობს. ის 614-ე მუხლი ნიშნავს იმას, რომ აშშ-ის პრეზიდენტს უფლება აქვს, რომ კონკრეტული შემთხვევა ამოიღოს ამ კანონის ზემოქმედებიდან. ეს არის, მეტი არაფერი, თორემ ისე, ყველაზე და ყველაფერზე ვრცელდება. რახან ჩვენთან პრეზიდენტს არ აქვს ასეთი უფლებამოსილება, იმიტომ იყო ამოღებული, თუმცა, ამაზეც შევთანხმდით, რომ წმინდა ამერიკული კანონის ვარიანტის შემთხვევაში ჩავდოთ ეს მუხლიც. ამერიკული კანონპროექტი, როგორც ინიციატორებმა აგვიხსნეს, წარდგენილია იმიტომ, რომ აჩვენონ, რომ ის კანონპროექტი, რომელიც თავდაპირველად იყო წარდგენილი, ამერიკულის ანალოგი, არის გაცილებით უფრო მსუბუქი და ლიბერალური და არანაირი კავშირი არ აქვს ამ ე.წ. რუსულ ვარიანტთან. როგორც ვიცი არავინ აპირებს ამერიკული ვარიანტის მიღებას, რადგან ეს არის უფრო ზესახელმწიფოსთვის დამახასიათებელი, ძალიან ძლიერი ბერკეტების მქონე კანონი. ჩვენი კანონპროექტის ერთადერთი მიზანი არის სწორედ გამჭვირვალობა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვატო შაქარიშვილი კახა გოგოლაშვილს: ვერც ერთი კანონი ვერ მოგაყენებთ რეპუტაციულ ზიანს ისე, როგორც ახლა თქვენ აყენებთ საკუთარ თავს, ნუ იტყუებით!
Next post საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის თანამდებობაზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარს დაუჭერს