ირაკლი სესიაშვილი ოპოზიციას – გახარებთ, როცა ამ ქვეყანაში პრობლემებია, თქვენი ამოცანაა დარტყმა მიაყენოთ ეროვნულ ღირებულებებს, ებრძვით სარწმუნოებას

Read Time:1 Minute, 47 Second

თქვენ გახარებთ, როცა ამ ქვეყანაში პრობლემებია და ამას იყენებთ პოლიტიკური მიზნებისთვის. თქვენი ამოცანაა დარტყმა მიაყენოთ ეროვნულ ღირებულებებს, ებრძვით სარწმუნოებას, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან მიმართა ოპოზიციონერ დეპუტატებს და აღნიშნა, რომ რაც არ უნდა ბევრი ისაუბრონ მათ თავისუფლებაზე, აზრის გამოხატვაზე ადამიანის უფლებებზე, ეს ყველაფერი არის ფარსი.

„აქ რომ დემოკრატიაზე გვიკითხავენ ლექციას, დემოკრატია არის პასუხისმგებლობა, როცა ხელისუფლებაში იყავით, მაშინ გაგეკეთებინათ დემოკრატიის მინიმუმ ის 10 % მაინც, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა. დღეს რაც არ უნდა ბევრი გველაპარაკოთ თავისუფლებაზე, აზრის გამოხატვაზე ადამიანის უფლებებზე, ეს ყველაფერი არის ფარსი. ეს თქვენ ძალიან კარგად იცით, თქვენ საკუთარ თავს ატყუებთ, აქ ირონიანარევი ღიმილით რომ მიყურებთ, თქვენთვის დემოკრატია არის იარაღი ძალაუფლება რომ დაიბრუნოთ, ძალაუფლება, რომ რევანში მოახდინოთ და მეტი არაფერი. ეს ძალიან კარგად იცით თქვენც და საზოგადოებამაც. სწორად ბრძანა ირაკლი კობახიძემ, რომ თქვენი ამოცანა არის იერიში მიიტანოთ ყველა იმ სიკეთეზე, რაც ყველას გვაერთიანებს, თქვენ გახარებთ, როცა ქვეყანაში პრობლემებია და ამას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებთ, მათ შორის, თქვენი ვაი-პატრიოტიზმით, გიხარიათ როცა ამ ქვეყანაში რადიკალიზმია“, – განაცხადა სესიაშვილმა.

მისივე თქმით, გასულ წლებში პროექტების განხორციელების პარალელურად ბევრი ოჯახი გააუბედურა ოპოზიციამ, ასევე, ბიზნესებს წაართვა ქონება.

„თქვენთან სასაუბრო ნამდვილად არ მაქვს, სასაუბრო მაქვს თქვენს ამომრჩეველთან , რომელმაც 2003, 2004 წელს და შემდგომში ხმა მოგცათ და ეს ადამიანები აწამეთ, ზოგი დახვრიტეთ, ზოგი ციხეში ამოალპეთ, ბატონი კაკო საუბრობდა პროექტებზე და რა თქმა უნდა, ყველა პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ პროექტების განხორციელების პარალელურად რამდენ ოჯახს აუბედურებდით, რამდენ ბიზნესმენს ართმევდით ქონებას, რომ მის ხარჯზე თქვენი ფსევდოდემოკრატია გეჩვენებინათ. პარალელურად რამდენ ადამიანს აწამებდით ციხეში, რამდენს არბევდით, ტერორში გყავდათ მედია და მთელი საზოგადოება. აი ეს არის თქვენი სახე და რამდენიც არ უნდა მელაპარაკოთ დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე, პლურალიზმზე, ეს ყველაფერი არის ფარსი, რადგან დღეს თქვენი ამოცანა არის დარტყმა მიაყენოთ ეროვნულ ღირებულებებს. თქვენ ებრძვით სარწმუნოებას კი, მე შეიძლება მომთხოვოთ, რომ ფაქტი დავასახელო, მაგრამ საზოგადოებას არაფერი ფაქტი არ სჭირდება, ბუნებრივი აღქმა აქვს. მე მივმართავ თქვენს ამომრჩეველს, განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც 2012 წლის შემდეგ 18 წლის გახდნენ და მათ შეიძლება ძალიან მოსწონთ გიგა ბოკერია როგორ ლაპარაკობს, რომელიმე თქვენგანი. მაგრამ როცა გიგა ბოკერია და თითოეული თქვენგანი იყავით ხელისუფლებაში, მაშინ აგეღოთ პასუხისმგებლობა დემოკრატიაზე, ამიტომ თქვენი ნებისმიერი თუნდაც კარგი სიტყვა, ეს არის ტყუილი და ამ ტყუილზე პასუხი უნდა აგოთ და პასუხი უნდა გაგცეთ პირველ რიგში ჩვენმა საზოგადოებამ”, – განაცხადა სესიაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ ყაველაშვილი – ბოდიში საზოგადოებას, რომ ეს ხალხი პარლამენტშია – ღამის სამ საათზე რომ ქონებას აფორმებდნენ, დღეს მორალს გვიკითხავენ
Next post ძიძიგური სამადაშვილს: სააკაშვილის პუდელი რომ დაგიძახოთ, თქვენ ეს მოგეწონებათ?