ირაკლი რუხაძე: მელიას ამბიცია ის კი არაა, რომ მერი იყოს, არამედ ის, თუ როგორ მოიყვანოს „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს სათავეში
„თბილისში, არჩევნების მეორე ტურზე, ერთ მხარესაა კახი კალაძე, რომელიც, მე თუ მკითხავთ, ძალიან კარგი მერი იყო, უამრავი კარგი რამ გააკეთა და მეორე მხარესაა მელია. მელია რომ იყოს რომელიმე სხვა, ნორმალური პარტიის წარმომადგენელი, შეიძლება, მე კალაძე მომწონდეს ან არ მომწონდეს, მაგრამ იმის შიში არ მექნებოდა, რომ ეს ორი ძალა ერთმანეთთან აბსოლუტურად შეუთავსებელია“, – განაცხადა „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
მისი თქმით, თავად მოსახლეობა დაზარალდება, თუ დედაქალაქის მერი ნიკა მელია გახდება, ვინაიდან „ქართული ოცნების“ უმრავლესობით წარმოდგენილი საკრებულოსა და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის მერად ყოფნის პირობებში, საქმის გაკეთება შეუძლებელი გახდება.
„ჩვენ გვყავს ახლა საკრებულო, სადაც ვიცით, რომ „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად აქვს უმრავლესობა. ღმერთმა დაგვიფაროს და, თუ გაიმარჯვებს მელია, გამოვა შემდეგი – გვეყოლება მერი, რომლის ამბიცია ის კი არაა, რომ მერი იყოს, არამედ ის, თუ როგორ მოიყვანოს „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს სათავეში. ანუ, როგორ ანახოს, თუ რა ცუდადაა ყველაფერი. რომ აჩვენო, რა ცუდადაა ყველაფერი, ეს მართლაც ასე უნდა იყოს. ეს ორი ძალა, რომელთაგანაც ერთი საკრებულოს გააკონტროლებს და მეორე, ღმერთმა დაიფაროს, თუ მერი გახდა, ასფალტსაც ვერ დააგებენ თბილისში, რადგან მათი შეთავსება შეუძლებელია. მათ დნმ-ის დონეზე აქვთ შეუთავსებლობა. საზოგადოება ორ ნაწილად ვართ გახლეჩილი და ეს ორი ნაწილი ასე თავისით ვერ გაერთიანდება“, – აღნიშნა ირაკლი რუხაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გურამ მაჭარაშვილი: ამერიკაში თუ დასაშვებია პოლიციის ძალის გამოყენება, თუ მანიფესტანტები არღვევენ წესრიგს, საქართველოში სხვანაირად მოქმედებს დემოკრატია?
თბილისში მიმდინარე აქციების დროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან პოლიციის ქმედებების არაერთგვაროვან შეფასებაზე გააკეთა კომენტარი „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა. როგორც...
სოზარ სუბარი: ვერ მივიღებთ ორმაგ სტანდარტს, რომ სხვაგან, თურმე მიღებულია 5 პოლიციელი ურტყამდეს ერთ ქალს, რომელიც ზის და არც კი ინძრევა და ჩვენთან, თურმე პოლიციას უფლება არ აქვს აღკვეთოს პარლამენტის შტურმი
როცა ვლაპარაკობთ დასავლურ გზასა და დასავლურ ინტეგრაციაზე, ჩვენც უნდა ვიყოთ თანასწორუფლებიანი და არა კოლონია, როგორც ეს ვიღაცას წარმოუდგენია სადღაც დასავლეთში....
ნიკა გვარამია: ახალი ქართული საზოგადოება იშვა. ვინც ამას ვერ ხვდება – ცოდოა. ვინც ამას წინააღმდეგობას უწევს – ისტორიის სანაგვეზეა
"ახალი ქართული საზოგადოება იშვა. ვინც ამას ვერ ხვდება - ცოდოა. ვინც ამას წინააღმდეგობას უწევს - ისტორიის სანაგვეზეა (უკვე)." - ამის...
გიორგი ვოლსკი: გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით რეალური დიალოგი არა თუ შესაძლებელია, არამედ პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაა
გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით რეალური დიალოგი არა თუ შესაძლებელია, არამედ პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაა, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ ჩართვისას პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი...
რატი ბრეგაძე: ჩვენ მოვიგეთ აბსოლუტურად ყველა დავა რუსეთის წინააღმდეგ და თუკი ვინმეს დღეს შეუძლია თქვას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ამას სამართლებრივად წყალი აღარ გაუვა, ეს არის სწორედ „ქართული ოცნების“ დამსახურება
ჩვენ მოვიგეთ აბსოლუტურად ყველა დავა რუსეთის წინააღმდეგ და თუკი ვინმეს დღეს შეუძლია თქვას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ამას სამართლებრივად...
პრემიერი: შარლ მიშელთან საუბრისას, გამოვთქვი სინანული იმის გამო, რომ პარტნიორები არაერთი შეთავაზების მიუხედავად, გამჭვირვალობის კანონპროექტზე საგნობრივ დისკუსიას თავს არიდებენ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტებზე ვესაუბრე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, – ამის...