ირაკლი რუხაძე: არ მიყვარს „ნაციონალური მოძრაობა“, ის არის ძალა, რომელიც ყველაფერს გამოიყენებს იმისთვის, რომ თვითონ მოვიდეს ძალაუფლებაში

Read Time:36 Second

არ მიყვარს „ნაციონალური მოძრაობა“, ის ახლა არის ის ძალა, რომელიც ყველაფერს გამოიყენებს იმისთვის, რომ თვითონ მოვიდეს ძალაუფლებაში, – ამის შესახებ „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი რუხაძემ გადაცემაში „შემდეგი გაჩერება“ განაცხადა.

„ბევრი რამ შემიძლია ამ პარტიაზე ვისაუბრო, მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ გამქრალა, კიდევ არსებობს და ყველანაირი მეთოდებით ცდილობენ, რომ უკან დაბრუნდნენ. ამის ერთ-ერთი ნაწილია, რომ ქმნიან მითებს, თითქოს სულ სხვანაირი რაღაც ხდება. ახლა უკრაინის უბედურებაში ის კი არ დაინახეს, რომ გავერთიანდეთ და იმ ხალხს, ვისთანაც ვოპონირებ გვერდით დავუდგე და რაღაც საფრთხეები ავიცილოთ, პირიქით, პირდაპირ იქ ჩაჰყვეს თავი, სადაც ყველაზე მეტად საშიშია და დაიწყეს მითებით ლაპარაკი. მათ ნებისმიერ ფასად უნდათ, რომ უკან მობრუნდნენ. როდის დაუყენებია სააკაშვილს ქვეყნის ინტერესი თავის ინტერესზე წინ, მე ამის არცერთი მაგალითი არ მაქვს“, – აღნიშნა ირაკლი რუხაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ომბუდსმენი: ჩემი ვიზიტი უკრაინაში იდეის და მონახაზის დონეზე განიხილება უკრაინელ კოლეგებთან
Next post მამუკა მდინარაძე: უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილედ დაინიშნა ადამიანი, რომელიც ბრალდებულია სააკაშვილის საქართველოში შემოპარების საქმეში