ირაკლი ლატარია „ნაცმოძრაობაზე“: მილიონ ნახევარი დოლარი გამოყვეს სწორედ იმისთვის, რომ იქაურმა ლობისტებმა საქართველოზე უარყოფითი დამოკიდებულება გააჟღერონ

Read Time:54 Second

ექსპერტი ირაკლი ლატარია ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას „ნაცმოძრაობის“ მიერ დასავლელი ლობისტების დაქირავების შესახებ, რისთვისაც „ნაცმოძრაობამ“ 1,5 მლნ $ გამოყო, რათა საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება „ქართული ოცნების“ პირობებში არ მოხდეს.

ექსპერტის თქმით, გაუგებარია ასე როგორ ეზიზღება „ნაცმოძრაობას“ საკუთარი ქვეყანა, რომ მზად არიან ევროკავშირში მიღებაზეც კი უარი ათქმევინონ მსოფლიოს, თუ თვითონ არ არიან ხელისუფლებაში.

„ალბათ ყველას გახსოვთ, თუ როგორ აუტალახეს ნაცებმა ევროპარლამენტარებს კაბინეტების მისაღებები ერთადერთი მოთხოვნით – არ მისცეთ საქართველოს უვიზო რეჟიმიო. ახლა თავიდან დაიწყეს, მილიონ ნახევარი დოლარი გამოყვეს (კეზერაშვილის ფული) სწორედ იმისთვის, რომ იქაურმა ლობისტებმა საქართველოზე უარყოფითი დამოკიდებულება გააჟღერონ და საქართველო ვერ გახდეს კანდიდატი ქვეყანა ,,ქართული ოცნების” პირობებში. არ ვიცი ამას რა ჰქვია, მაგრამ მე ის უფრო არ მესმის, რატომ არ ვაღდგენთ ,,ღალატის მუხლს” და რატომ არ ვაუქმებთ ენმ-ს, როგორც ფაშისტური ორგანიზაცია? არასოდეს, არასოდეს ჰყოლია ჩემს ქვეყანას ამათზე მეტი მტერი და გიჟივით ვარ, ასე როგორ ეზიზღებათ საკუთარი ქვეყანა, რომ მზად არიან ევროკავშირში მიღებაზეც კი უარი ათქმევინონ მსოფლიოს, თუ თვითონ არ არიან ხელისუფლებაში. ვინ ხართ ბიჭო თქვენ, ვინ? აი თქვენს მომხრეებს თავი რომ ევროპელებად უჭირავთ და რეალურად ნინო ბურჯანაძის მხარდამჭერები არიან, ნუთუ არ რცხვენიათ? მაგრამ სადაც ნამუსია, იქ თქვენ რა გინდათ?“- წერს ირაკლი ლატარია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოს პრეზიდენტი ხვალ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით აღარ წარდგება
Next post გია აბაშიძე: მრავალი მილიონიც რომ დახარჯონ სასოწარკვეთილმა რადიკალებმა, მაინც წაგებულნი არიან ქართულ საზოგადოებაში