ირაკლი ლატარია: მელაძის დღევანდელი სიუჟეტი იმაზე მეტყველებს, რომ სააკაშვილის მიმართ პროკურატურას გამართული და არგუმენტირებული ბრალდებები აქვს, სწორედ ამიტომ შეუდგა „ტვ პირველი“ პროკურორებისა და პროკურატურის დისკრედიტაციას

Read Time:1 Minute, 24 Second

როგორი გულისამრევია, როდესაც მელაძე და მისი გუნდი ცდილობს გამოგონილი ფაქტებით იმ ადამიანის გამართლებას, რომელსაც შეუძლია იზეიმოს 110-ზე მეტი სოფლის რუსებზე გადაცემა და ასობით ვაჟკაცის მტრის ხელში ჩატოვება“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი ირაკლი ლატარია წერს. მისი განმარტებით, პროკურატურას სააკაშვილის მიმართ მყარი არგუმენტები აქვს და სწორედ ამას ემსახურება ტელეკომპანია „პირველის“ მიერ მომზადებული სიუჟეტი, რომლის მიზანიც საქართველოს პროკურატურის დისკრედიტაციაა.

გადაფსიხდა“ მელაძე. ყველამ კარგად იცის, თუ რა ელოდება სააკაშვილს… მისჯილი აქვს გელაშვილისა და გირგვლიანის საქმეზე, კიდევ რამდენ საქმეზე მიდის ძიება და დარწმუნებული ვარ, ნაცების ბელადი ყველაფერზე აგებს კანონის წინაშე პასუხს… მელაძის დღევანდელი სიუჟეტიც სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ სააკაშვილის მიმართ პროკურატურას საკმაოდ გამართული და არგუმენტირებული ბრალდებები აქვს და სწორედ ამიტომაც „ტვ პირველი“ შეუდგა პროკურორებისა და ზოგადად პროკურატურის დისკრედიტაციას. მელაძე რომ „ფეიკ მეიკერია“ ეგ მე პირადად მაქვს საკუთარ თავზე ნაგრძნობი, მაგრამ როგორი გულისამრევია, როდესაც ტელევიზია ცდილობს ისეთი ადამიანის გამართლებას, რომლის კისერზეც არის უამრავი ახალგაზრდის სიკვდილი, უდანაშაულო ხალხის დარბევა, ქუჩაში ჩახოცვა და ციხეებში წამება და არაადამიანური მოპყრობა. როგორი გულისამრევია, როდესაც მელაძე და მისი გუნდი ცდილობს გამოგონილი ფაქტებით იმ ადამიანის გამართლებას, რომელსაც შეუძლია იზეიმოს 110-ზე მეტი სოფლის რუსებზე გადაცემა და ასობით ვაჟკაცის მტრის ხელში ჩატოვება.

ნოდარ მელაძე და ზოგადად, „ტვ პირველი“ ჩემი ქვეყნის დისკრედიტაციას ეწევიან. მაგრამ მელაძეს ავიწყდება ერთი ძირითადი რამ: დღეს გარეთ 21-ე საუკუნეა და ნებისმიერი მისი ფეიკ ინფორმაცია, მაქსიმუმ 10 წუთით ცოცხლობს, ხოლო შემდეგ ყველამ იცის რეალობა და რაც მთავარია, ყველა ხედავს, რომ „ტვ პირველი“ იქცა სააკაშვილის ძირითად მხარედ და საზოგადოებაში მათ ნდობის ხარისხი აქვთ ნულს ქვემოთ. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც სააკაშვილის ტელევიზიები ასე გამალებით ებრძვიან პროკურატურას. რატომ? იმიტომ, რომ სწორედ მათი ამ ბრძოლის შედეგად ნათლად ჩანს, რომ სახელმწიფო სტრუქტურები გამართულად და სამართლიანად მუშაობენ. გინდათ შეაფასოთ დღევანდელი პროკურორების მუშაობა? შეხედეთ რა დღეში არიან მიშას ჯიბის ჟურნალისტები და თქვენვე მიხვდებით საით დგას სიმართლე“, – წერს ლატარია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი იონათამიშვილი – საქართველოსთვის პარაწოლჭიმში მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა ეკონომიკური კუთხითაც მნიშვნელოვანია
Next post გიორგი ვოლსკი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისეთ ჩიხურ მდგომარეობაში შეიყვანა თავისი მოკავშირე პოლიტიკური პარტიები, რომ აქედან გამოსვლა ძალიან გაუჭირდებათ