ირაკლი ლატარია: ის, რომ რურუა არაფერ შუაში იყო ამ ყველაფერთან, დღეს საბოლოოდ დაამტკიცა ფასილიტატორების განცხადებამ და ამ უაზრო ვაჭრობას წერტილიც დაუსვა

Read Time:51 Second

 

ის, რომ რურუა არაფერ შუაში იყო ამ ყველაფერთან და ნებისმიერი მოთხოვნა, რომელსაც დესტრუქციული ოპოზიცია აყენებდა იყო მხოლოდ და მხოლოდ თითიდან გამოწოვილი, დღეს საბოლოოდ დაამტკიცა ფასილიტატორების განცხადებამ და ამ უაზრო ვაჭრობას წერტილიც დაუსვა ,- წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ირაკლი ლატარია.

ლატარია ამბობს, რომ ,,ქართულმა ოცნებამ” ყველა ნაბიჯი გადადგა, რათა ფასილიტატორების წინაშე შემდგარი შეთანხმება სისრულეში მოეყვანათ და საკონსტიტუციო ცვლილებები მიეღოთ.

,,8 მარტის შეთანხმება როგორც კი შედგა, იმ წამიდანვე როგორც მე, ასევე ყველა მოაზროვნე ადამიანს ჰქონდა ზუსტი შეფასება იმისა, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო. ყველამ კარგად ვიცოდით, რომ რურუა იყო დასაჭერი და ამ საქმის მიმართ არანაირი კითხვა არ არსებობდა და ეს ყველაფერი გახლდათ დესტრუქციული ოპოზიციის მიზეზი, რათა შეთანხმება არ შეესრულებინათ. ,,ქართულმა ოცნებამ” ყველა ნაბიჯი გადადგა, რათა ფასილიტატორების წინაშე შემდგარი შეთანხმება სისრულეში მოეყვანათ და საკონსტიტუციო ცვლილებები მიეღოთ. ის, რომ რურუა არაფერ შუაში იყო ამ ყველაფერთან და ნებისმიერი მოთხოვნა, რომელსაც დესტრუქციული ოპოზიცია აყენებდა იყო მხოლოდ და მხოლოდ თითიდან გამოწოვილი, დღეს საბოლოოდ დაამტკიცა ფასილიტატორების განცხადებამ და ამ უაზრო ვაჭრობას წერტილიც დაუსვა . დიდი მადლობა ყველა მოაზროვნე მხარეს, რომელმაც გამოიჩინა სახელმწიფოებრივი აზროვნება და არ დაუშვა დამნაშავეებით ვაჭრობა“,- წერს ირაკლი ლატარია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოსო მანჯავიძე: ალბათ, ელჩებს მიაწოდეს სათანადო ინფორმაცია და ისინიც მიხვდნენ, რომ ეს “პოლიტპატიმრების ” ისტორია ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებს
Next post ჯოზეფ ბორელი: ვიმედოვნებთ, რომ ყოველი მხრიდან ვიხილავთ ახალი საარჩევნო სისტემისთვის კონსტიტუციური ცვლილებების მხარდაჭერას