ის, რომ რურუა არაფერ შუაში იყო ამ ყველაფერთან და ნებისმიერი მოთხოვნა, რომელსაც დესტრუქციული ოპოზიცია აყენებდა იყო მხოლოდ და მხოლოდ თითიდან გამოწოვილი, დღეს საბოლოოდ დაამტკიცა ფასილიტატორების განცხადებამ და ამ უაზრო ვაჭრობას წერტილიც დაუსვა ,- წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ირაკლი ლატარია.
ლატარია ამბობს, რომ ,,ქართულმა ოცნებამ” ყველა ნაბიჯი გადადგა, რათა ფასილიტატორების წინაშე შემდგარი შეთანხმება სისრულეში მოეყვანათ და საკონსტიტუციო ცვლილებები მიეღოთ.
,,8 მარტის შეთანხმება როგორც კი შედგა, იმ წამიდანვე როგორც მე, ასევე ყველა მოაზროვნე ადამიანს ჰქონდა ზუსტი შეფასება იმისა, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო. ყველამ კარგად ვიცოდით, რომ რურუა იყო დასაჭერი და ამ საქმის მიმართ არანაირი კითხვა არ არსებობდა და ეს ყველაფერი გახლდათ დესტრუქციული ოპოზიციის მიზეზი, რათა შეთანხმება არ შეესრულებინათ. ,,ქართულმა ოცნებამ” ყველა ნაბიჯი გადადგა, რათა ფასილიტატორების წინაშე შემდგარი შეთანხმება სისრულეში მოეყვანათ და საკონსტიტუციო ცვლილებები მიეღოთ. ის, რომ რურუა არაფერ შუაში იყო ამ ყველაფერთან და ნებისმიერი მოთხოვნა, რომელსაც დესტრუქციული ოპოზიცია აყენებდა იყო მხოლოდ და მხოლოდ თითიდან გამოწოვილი, დღეს საბოლოოდ დაამტკიცა ფასილიტატორების განცხადებამ და ამ უაზრო ვაჭრობას წერტილიც დაუსვა . დიდი მადლობა ყველა მოაზროვნე მხარეს, რომელმაც გამოიჩინა სახელმწიფოებრივი აზროვნება და არ დაუშვა დამნაშავეებით ვაჭრობა“,- წერს ირაკლი ლატარია.