ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციისთვის დაფინანსების შეწყვეტის საკითხზე მსჯელობა აუცილებლად იქნება

Read Time:25 Second

როდესაც დეპუტატის მანდატით არ სარგებლობ და ამომრჩეველს პარლამენტში შესვლაზე უარს ეუბნები, სამართლებრივად ლოგიკურია, რომ ასეთმა პარტიამ არც სახელმწიფო დაფინანსება მიიღოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, შეუწყდებათ თუ არა იმ პარტიებს დაფინანსება, ვინც პარლამენტში შესვლაზე უარს იტყვის, პარლამენტის გადასაწყვეტია, თუმცა საკითხზე მსჯელობა აუცილებლად იქნება.

„პარტიების საბიუჯეტო დაფინანსება გარკვეული საქმიანობისთვის არის განკუთვნილი. დაფინანსების მიღება იმიტომ არის დაკავშირებული საპარლამენტო არჩევნებთან და არჩევნების შედეგებთან, რომ პარტიებმა პირველ რიგში, საპარლამენტო და პოლიტიკური საქმიანობა ამ რესურსის გამოყენებით წარმართოს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: მეტრო არ გაჩერდება და შეუფერხებლად მოემსახურება მგზავრებს
Next post საბიუჯეტო დაფინანსების მიღების მიზნით ცესკოს ცხრა პარტიამ მიმართა