ირაკლი კობახიძე: 2012 წლის შემდეგ ამომრჩეველს აღარ ეშინია, რომ მის ხმას ვიღაც გააკონტროლებს

Read Time:37 Second

2012 წლის შემდეგ ამომრჩეველს აღარ ეშინია, რომ ვიღაც გააკონტროლებს ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე განაცხადა, სადაც საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ.

„ეს გამოიხატება არჩევნების შედეგებშიც, მაგალითად, ჩვენ სამუშაო ჯგუფში განხილვების დროს ხშირად მოგვყავდა ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის მაგალითი, სადაც ჩვენმა აქტივისტებმა 20 ათასი ამომრჩევლის მობილიზება განახორციელეს,„ ქართულმა ოცნებამ“ რეალურად მიიღო 20 ათასი ხმა, თუმცა მერობის კანდიდატმა, იგივე მუნიციპალიტეტში მიიღო 15 ათასი ხმა, 5 ათასი ხმით ნაკლები იმის გამო, რომ კონკრეტულ კანდიდატს ჰქონდა ნაკლები რეიტინგი. როგორც არ უნდა მიიყვანო შენ 20 ათასი ამომრჩეველი საარჩევნო უბანთან, თუ მხარდაჭერა არ აქვს კანდიდატს ეს ამომრჩეველი მას ხმას არ აძლევს, აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ ამომრჩეველს აღარ ეშინია 2012 წლის შემდეგ რომ ვიღაცა გააკონტროლებს მის ხმას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ატლანტიკო – ევროკავშირმა მწვანე შუქი აუნთო ალბანეთს საარჩევნო და სასამართლო რეფორმის გატარების პირობით, მაშინ როცა საქართველო არა მხოლოდ ალბანეთთან შედარებით, არამედ კორუფციასთან ბრძოლის, კანონის უზენაესობის პატივისცემის თვალსაზრისით და ეკონომიკური მაჩვენებლებით, ევროკავშირის მასშტაბით “კლასში საუკეთესოა”
Next post პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი შრომის კოდექსს განიხილავს