ირაკლი კობახიძე: 2012 წელს წარსულს ჩავაბარეთ ის დრო, როდესაც მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში ხორციელდებოდა უხეში ჩარევა, ამის დაბრუნებას ჩვენ ვერ დავუშვებთ, ვისი ხელითაც არ უნდა მოხდეს ეს

Read Time:45 Second

2012 წელს ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს ის დრო, როდესაც ხორციელდებოდა უხეში ჩარევა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში და ამის დაბრუნებას ჩვენ ვერ დავუშვებთ, ვისი ხელითაც არ უნდა მოხდეს ეს, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ 4 ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესების საკითხზე საუბრისას.

„ამ თემასთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს გვერდზე დევს კითხვა-პასუხი და ერთ-ერთი კითხვა ასეთია – გაუზიარებთ თუ არა საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებს დანაშაულთან დაკავშირებით ინფორმაციას და პირდაპირ წერია, რომ არ გაუზიარებენ, ანუ, იციან რომ დანაშაული ჩადენილია, (აბა კორუფცია რა არის, დანაშაულში ბრალდებაა პირდაპირ} და პირდაპირ წერენ, რომ არ გაუზიარებენ. პასუხის შინაარსია, რომ საკუთარი ინფორმაციის მიხედვით უნდა აწარმოოთ გამოძიებაო. ეს არის მართლმსაჯულების პოლიტიზების ძალიან უხეში მცდელობა და ეს პირველი მცდელობა არ არის. ეს კატეგორიულად მიუღებელია. 2012 წელს ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს ის დრო, როდესაც ხორციელდებოდა უხეში ჩარევა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში და ამის დაბრუნებას ჩვენ ვერ დავუშვებთ, ვისი ხელითაც არ უნდა მოხდეს ეს. მითუმეტეს ვერ დავუშვებთ „ნაცმოძრაობის“ ხელით სასამართლოს სისტემის მართვას“, – განაცხადა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: მინდა, ყველას მოვუწოდო, დაიცვან წესები და იმოქმედონ წესების შესაბამისად – ჩვენი პრინციპია, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი
Next post ირაკლი კობახიძე: დაგველაპარაკონ წესებით. ეს არის ჩვენი მკაცრი მოთხოვნა. ცალ ფეხზე ჩვენ არ დავდგებით. ჩვენ ვიდგებით ორ ფეხზე, ჩვენ დავიცავთ სუვერენიტეტს და ჩვენ დავიცავთ ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობას ყველა მიმართულებით