ირაკლი კობახიძე: 2004-2007 წლებში, როდესაც ბიძინა ივანიშვილი საკმაოდ დიდ ინვესტიციას დებდა სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაში, მაშინ ოლიგარქად არავინ მოიხსენიებდა და დღეს, როდესაც გასულია პოლიტიკიდან, ოლიგარქად მოიხსენიებენ

Read Time:1 Minute, 1 Second

მაშინ პირდაპირ იყო ჩართული იმ პროცესებში, რაც პოლიტიკას უკავშირდებოდა და ოლიგარქად ბიძინა ივანიშვილს არავინ მოიხსენიებდა და ჯერ 2011 წელს გამოაცხადეს ოლიგარქად, როცა შემოვიდა პოლიტიკაში და დღეს, როდესაც გასულია მთლიანად პოლიტიკიდან მისი მოხსენიება ხდება ასევე ოლიგარქად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ ჩართვისას ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიების შესახებ საუბრისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, სად არის ლოგიკა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაში ოლიგარქად არავინ მოიხსენიებდა, დღეს გასულია პოლიტიკიდან და ოლიგარქად აცხადებენ.

„მოკლედ შევეხები ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს, 2004-2007 წლებში თქვენ გახსოვთ, რომ ის საკმაოდ დიდ ინვესტიციას დებდა სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაში, ვიდრე არ გამოიკვეთა ავტორიტარიზმის კონტურები სრულად. მანამდე ეს ინვესტიციები ხორციელდებოდა სხვადასხვა სფეროში, ჯარს ტანსაცმელი არ ჰქონდა და ბიძინა ივანიშვილის სახსრებით მოხდა მათ შორის, უნიფორმების შეძენა, პოლიციის რეფორმაში ფინანსური ინვესტიცია მთლიანად ბიძინა ივანიშვილის მიერ იყო განხორციელებული, სკოლების გადაიარაღება, ინვენტარის შეძენა, სკოლების რემონტი და უამრავი სხვა. მაშინ პირდაპირ იყო ჩართული იმ პროცესებში, რაც პოლიტიკას უკავშირდებოდა და ოლიგარქად ბიძინა ივანიშვილს არავინ მოიხსენიებდა და ჯერ 2011 წელს გამოაცხადეს ოლიგარქად, როცა შემოვიდა პოლიტიკაში და დღეს, როდესაც გასულია მთლიანად პოლიტიკიდან მისი მოხსენიება ხდება ასევე ოლიგარქად. სად არის აქ ლოგიკა, ლოგიკა არის ერთადერთ რამეში მათთვის უბრალოდ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი არის უკვე პრობლემა იმიტომ, რომ თავისი ყველა უბედურების სათავეს ხედავენ ამ ფაქტორში“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ეკა სეფაშვილი: საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე დადებითი ტენდენციები საერთაშორისო ფინანსური თუ ეკონომიკური ორგანიზაციების მიერ შეფასებულია როგორც დადებითი, ეს ჩვენ მიერ განხორციელებული პოლიტიკის კარგ შედეგებზე მიუთითებს
Next post ზელენსკი: აგრესორი უნდა დაისაჯოს – ეს ომი ახლა უნდა მოვიგოთ, რათა რუსული ტანკები ვარშავაში ან პრაღაში არ აღმოჩნდნენ