ირაკლი კობახიძე: ხვალ გაიმარჯვებს ქართული ოცნება, ქართველი ხალხი და საქართველო

Read Time:1 Minute, 24 Second

„მინდა წარმატება ვუსურვო ლევან კობიაშვილს, გამორჩეულად ღირსეულ ადამიანს. მას აშორებს ერთი ნაბიჯი გამარჯვებამდე. დარწმუნებული ვარ, რომ ის პირველსავე ტურში მოიგებს ამ არჩევნებს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ შეხვედრაზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით,  ასევე  წინ გველოდება ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი გამარჯვება, რასაც ჰქვია საფეხბურთო ოცნების ახდენა. „ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ასპარეზობა. იმაში, რომ ამ ოცნებამდე ერთი ნაბიჯი გვაშორებს, ლევან კობიაშვილის დიდი დამსახურებაა, რისთვისაც მას მადლობა უნდა გადავუხადოთ.

დღეს სრულდება ხანგრძლივი და ემოციებით აღსავსე საარჩევნო კამპანია. ამ კამპანიის მსვლელობისას ჩვენ მოვიარეთ საქართველოს თითოეული კუთხე. საზოგადოებას წარვუდგინეთ ღირსეული და გამორჩეული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები. წარვადგინეთ გამოცდილი და განახლებული საპარლამენტო გუნდი. ამომრჩეველს გავაცანით ჩვენი საარჩევნო პროგრამა, ჩვენი ხედვა ქვეყნის განვითარების ყველა მიმართულებით. გასული 2 თვის მანძილზე ჩვენი პარტიის ლიდერები ესტუმრნენ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტს, მაჟორიტარობის კანდიდატები ესტუმრნენ თითოეულ ქალაქს, უბანსა და სოფელს, მოისმინეს უამრავი ადამიანის საფიქრალი და საწუხარი. საარჩევნო კამპანიამ ჩვენ მოგვცა ხალხთან , ადამიანებთან კიდევ უფრო დაახლოების შესაძლებლობა, რაც  გარწმუნებთ, რომ ჩვენი საქმიანობის კიდევ უფრო მეტად დახვეწის საფუძველი გახდება. „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის სახელით მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის თითოეულ წევრსა და მხარდამჭერს, ახალგაზრდული ორგანიზაციის თითოეულ წევრს კამპანიაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის. ხვალიდნელი დღე არის „ ქართული ოცნებისა“ და ქართველი ხალხის მორიგი გამარჯვების დღე. ამ დღეს ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ ეტყვის უარს სიყალბესა და ბოროტებას, ანტიეროვნულ, ანტისახელმწიფოებრივ და ანტიეკლესიურ პოლიტიკურ ძალას. ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ დაუჭერს მხარს მშვიდობას, ღირსებას, განვითარებას, მხარს დაუჭერს პოლიტიკურ ძალას, რომელსაც უყვარს სამშობლო; რომელიც სათანადო პატივს მიაგებს ეკლესიას; რომლისთვისაც უზენაესი ღირებულებაა ადამიანი, განურჩევლად მისი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა, პოლიტიკური, მსოფლმხედველობრივი თუ პირადი შეხედულებებისა. ამ დღეს ქართველი ხალხი მხარს დაუჭერს პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აქვს ქვეყნის განვითარების მკაფიო ხედვა, რომელსაც ჰყავს ძლიერი ლიდერები, გამოცდილი და თვისებრივად განახლებული პოლიტიკური გუნდი. ხვალ გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, ხვალ გაიმარჯვებს ქართველი ხალხი, ხვალ გაიმარჯვებს საქართველო“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სალომე ზურაბიშვილი თურქეთსა და საბერძნეთში მიწისძვრის შედეგად მსხვერპლის გამო მწუხარებას გამოთქვამს
Next post მერაბ კოკოჩაშვილი: ჩამოყალიბდა პრინციპები, რომელთა საფუძველზეც ჩვენი ქვეყანა ვითარდება