ირაკლი კობახიძე „ხალხის ძალაზე“: ისინი უმრავლესობაში რჩებიან – დასამალი არაფერია, ფარულად არაფერი კეთდება

Read Time:46 Second

ისინი უმრავლესობაში რჩებიან – დასამალი არაფერია, არაფერი ფარულად არ კეთდება. უთანხმოება ერთ საკითხზე გვაქვს, მაგრამ ისინი უმრავლესობის წევრები არიან და მათი ხმები ჩვენთვის მნიშვნელოვანია, – ასე განმარტა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, რატომ ესწრებოდა ე.წ. ოთხეული „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის და სამთავრობო გუნდის გასვლით შეხვედრას.

„ისინი აღარ არიან ჩვენი პარტიის წევრები და შესაბამისად ფრაქციის წევრები, მაგრამ ისინი რჩებიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრებად. ყველა ქვეყანაშია გავრცელებული ეს პრაქტიკა – აუცილებელი არ არის, რომ უმრავლესობა შედგებოდეს ერთი პარტიის წარმომადგენლებისგან. მათ ნათქვამი აქვთ, რომ მხარს დაუჭერენ ჩვენს საპარლამენტო ინიციატივებს, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენს ფრაქციას 80 ხმა გვაქვს საქართველოს პარლამენტში, გადაწყვეტილებების მიღებას 76 ხმა სჭირდება და მნიშვნელოვანია, რომ სათანადო ხმების რეზერვი გვქონდეს. მათ, მართალია, პარტია დატოვეს, თუმცა მხარს უჭერენ უმრავლესობის პოზიციებს. ჩვენთვის თითოეული პარლამენტარის ხმა მნიშვნელოვანია, რათა სტაბილური უმრავლესობა არსებობდეს პარლამენტში. აქედან გამომდინარე, მარტივი ასახსნელია, რაც საზოგადოებამ იხილა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

10 სექტემბერს კაჭრეთში, „ქართული ოცნების’’ საპარლამენტო უმრავლესობის და სამთავრობო გუნდის გასვლით სამუშაო შეხვედრას „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატებიც ესწრებოდნენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს შეხვდა
Next post პროკურატურამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს განზრახ მკვლელობის, მეორე პირს გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა