ირაკლი კობახიძე: წამება, გაუპატიურება, არაადამიანური მოპყრობა იყო სისტემური პრაქტიკა და არა მარტო ციხეებში, გარეთაც ხდებოდა ეს ყველაფერი

Read Time:1 Minute, 3 Second

ამ დღეების განმავლობაში ვუსმენდი განცხადებებს მათ მიერ მოკლულ და ნაწამებ ადამიანებთან დაკავშირებით. მათ შორის დღეს არაერთი განცხადება მოვისმინეთ სულხან მოლაშვილთან დაკავშირებით, ასევე სანდრო გირგვლიანთან და ირინა ენუქიძესთან დაკავშირებით. აბსოლუტურად ამორალური ის ყველაფერი, რასაც ამბობენ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა

მისი თქმით, წამება, გაუპატიურება, არაადამიანური მოპყრობა იყო სისტემური პრაქტიკა და არა მარტო ციხეებში, გარეთაც ხდებოდა ეს ყველაფერი.

„პრეზიდენტის დამოკიდებულებაზე იმ ადამიანების ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც შეეწირნენ სააკაშვილის რეჟიმს, ამაზე არც მინდა საუბარი. უშუალოდ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებზე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში, აბსოლუტურად ამორალური განცხადებები კეთდება მათი მხრიდან, რაც იმას ნიშნავს, არა მხოლოდ მათი წარსულია მკვლელობები, წამება და ა.შ. ეს ეს არის მათი მომავალიც. როდესაც საუბარია მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე და თეორიული შანსის დაშვებაზე იმისა, რომ ეს კაცი შეიძლება ისევ დაბრუნდეს ხელისუფლების სათავეში, ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ასეთ თეორიულ შემთხვევაშიც კი, მისი დაბრუნება ხელისუფლების სათავეში ნიშნავს არა მარტო განმეორებას იმისა, რაც ხდებოდა ცხრა წლის განმავლობაში. შეგახსენებთ, რომ წამება, გაუპატიურება, არაადამიანური მოპყრობა იყო სისტემური პრაქტიკა და არა მარტო ციხეებში, გარეთაც ხდებოდა ეს ყველაფერი და გახსოვთ, ცნობილ კასრებში იყო ათასობით შესაბამისი მასალა შენახული. 10 ათასობით ადამიანს წაართვეს ქონება, ეს იყო ბიზნესის რეკეტის სისტემური პრაქტიკა. ასეთი პოლიტიკური ძალის დაბრუნება, თუნდაც თეორიულად დაშვება, აბსოლუტურად ამორალურია. თუ საქართველოს პრეზიდენტს უნდა რაღაცნაირად წყალი დაასხას ამ პერსპექტივას, რა თქმა უნდა ესეც იქნება ამორალური ნაბიჯი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გურამ მაჭარაშვილი – დემოკრატიულ ქვეყნებში თუ უსაფრთხოება უნდა დაიცვან სახელმწიფოებმა, ჩვენ რატომ არ უნდა დავიცვათ, ჩვენთან რატომ არის ანტიდემოკრატიული ის, რაც ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში დემოკრატიულია
Next post ირაკლი კობახიძე: ვხედავთ, რომ პრეზიდენტი ექვემდებარება გარკვეულ გავლენებს. ჩვენ არ ვიცით, ეს გავლენა რამდენად მძიმე შეიძლება იყოს. აქედან გამომდინარე, თავად მასაც გაუჭირდება წინასწარ იმის თქმა, მოუწევს თუ არა სააკაშვილის შეწყალება