ირაკლი კობახიძე: ჩვენ მხარს დავუჭერთ და ვართ ერთსულოვანი შეთანხმების შესრულებაში

Read Time:1 Minute, 1 Second

„ჩვენ რა შეთანხმებასაც მოვაწერეთ ხელი, იმ შეთანხმებას, სრულად შევასრულებთ და ჩვენი მხრიდან იქნება სრული მხარდაჭერა, დანარჩენი არის ოპოზიციის პასუხისმგებლობა, მათ შორის იმ რადიკალური პარტიების პასუხისმგებლობა, რომლებიც დღეს საზოგადოებას ემუქრებიან იმით, რომ ისინი მხარს არ დაუჭერენ ახალ საარჩევნო სისტემას“,-ამის შესახებ განცხადება ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

 

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიცია ამტკიცებს მარტივ აბსურდს, რასაც შეთანხმების გაფორმებისას ადგილი არ ჰქონია.

 

„პირველ შემთხვევაში ჩვენ ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს, მეორე შემთხვევაში ეს იყო ზოგადი განცხადება, რომელსაც ჩვენ მოვაწერეთ ხელი და ეს ერთობლივი განცხადება უკავშირდებოდა საარჩევნო გარემოს ზოგადად. იქ კონკრეტიკა მოცემული არ არის და ვერც იქნებოდა. აქ არ არის საუბარი გვარებზე, ძალიან მარტივ აბსურდს ამტკიცებს ოპოზიცია, ის ამტკიცებს, თითქოს ჩვენ, ელჩების თანდასწრებით შევთანხმდით ისეთ რამეზე, რაც ითვალისწინებს სხვა ხელისუფლების ორგანოების უფლებამოსილებებში უხეშ და უკანონო ჩარევას და ამას მშვიდად უყურებდნენ ევროკავშირის, ამერიკის, გერმანიის და ევროსაბჭოს ელჩები. ეს ხომ სრული აბსურდია. როგორ შეიძლება ელჩები მშვიდად უყურებდნენ მოლაპარაკებას, სადაც საუბარია იმაზე, რომ ჩვენ უნდა უგულებელვყოთ სამართლებრივი სახელმწიფოს, სამართლიანი სასამართლოს და ხელისუფლების დანაწილების პრინციპი. ასეთი მოლაპარაკება ბუნებრივია ჩვენი მხრიდან ვერ წარიმართებოდა და ასეთ შეთანხმებას ჩვენ ხელს ვერ მოვაწერდით. ოპოზიცია მარტივ აბსურდს ამტკიცებს, თითქოს ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, თან ელჩების თანდასწრებით, რომ ჩავერეოდით უხეშად სხვა ორგანოების უფლებამოსილებებში, როსი კანონიერი უფლება ჩვენ არ გვაქვს“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გია აბაშიძე: სამი წლის წინათ, მელანია ტრამპმა Daily Mail-ს ცილისწამებისათვის გადაახდევინა $3 მილიონი და გამოცემისგან საჯარო ბოდიშიც მიიღო
Next post არჩილ თალაკვაძე: 8 მარტის შეთანხმების გაფორმების დღიდან, ოპოზიციამ კიდევ უფრო გააძლიერა თავისი ძალისხმევა მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზების მიმართულებით