ირაკლი კობახიძე: ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობა“ დასუსტდეს, ოპოზიცია, მთლიანად პოლიტიკური სპექტრი გაჯანსაღდეს

Read Time:27 Second

პოლარიზაციის შემცირებისა და პოლიტიკის გაჯანსაღების გასაღები არის ერთადერთ რამეში – „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი განშტოებებით პრინციპულად და არსებითად უნდა დასუსტდეს, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს „ნაცმოძრაობის“ დასასუსტებლად.

„ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობა“ დასუსტდეს, იმისთვის რომ ოპოზიცია, მთლიანად პოლიტიკური სპექტრი და დემოკრატია გაჯანსაღდეს. ჩვენ ამისთვის ვაკეთებთ მაქსიმუმს. ბევრი გავაკეთეთ ამისთვის შარშან, გავაკეთებთ ბევრს წელს, გაისად და უახლოესი წლების განმავლობაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2024 წლამდე შეგვიძლია პრინციპულად დავასუსტოთ ეს პოლიტიკური ძალა, რომელიც არის აბსოლუტური დესტრუქციისა და არაჯანსაღი პროცესების წყარო ჩვენ ქვეყანაში“, – განაცხადა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პენიტენციური სამსახური: არ დაფიქსირებულა პატიმრების საკვებით მოწამვლის, მით უმეტეს, მასობრივად მოწამვლის ფაქტი
Next post თეა წულუკიანი: როდესაც გვახსოვს როგორ ემუქრებოდა გახარია საპარლამენტო ტრიბუნიდან „ნაციონალურ მოძრაობას“ და შემდეგ მივედით იქამდე, რომ მისი პოლიტიკური ძალა „ნაცმოძრაობის“ დანაყოფად იქცა, ეს ტრაგიკული სანახაობაა