ირაკლი კობახიძე: ჩვენი ხელისუფლების დროს რუსული კანონი არასდროს დაინიცირებულა, „ნაცმოძრაობაზე“ თავს ვერ დავდებ, მაშინ იყო რუსული კანონები

Read Time:36 Second

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“, განსხვავებით „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდისგან, რუსული კანონები არასდროს მიუღია.

„პირველ რიგში გარანტიას გაძლევთ, რომ რუსული კანონი საქართველოში არასოდეს დაინიცირებულა, ყოველ შემთხვევაში ჩვენი ხელისუფლების პერიოდში, „ნაცმოძრაობაზე“ თავს ვერ დავდებ, მაშინ იყო რუსული კანონები. რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, კონკრეტულად კანონი, რომელიც მოაწესრიგებს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის საკითხებს, ჩვენი დღის წესრიგიდან არის მოხსნილი. თუ ვინმეს სხვას ენდომება, მაგალითად თვითონ „ენჯეოებს“, რომლებიც აპროტესტებდნენ, შეუძლიათ ნებისმიერი ინიციატივა წარმოადგინონ, მაგრამ ჩვენს გეგმებში ასეთი კანონის დაინიცირება აღარ შედის. ეს არის ჩვენი მკაფიო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაზეც დღეს დილით ავიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ეს არის პირობა, რომელიც არის მიცემული ამომრჩევლისთვის, საზოგადოებისთვის. ჩვენ ანგარიშვალდებული ვართ პირველ რიგში რა თქმა უნდა საზოგადოების წინაშე. ეს არის მყარი პირობა, რომელიც ბუნებრივია, არ გადაიხედება“, – აცხადებს კობახიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: შალვა პაპუაშვილმა უკვე გაგზავნა ვენეციის კომისიაში წერილი კანონპროექტების გამოხმობის შესახებ
Next post ემანუელ მაკრონი – ევროპისკენ მიბრუნებულმა საქართველომ იცის, რომ მას შეუძლია საფრანგეთის მეგობრობის იმედი ჰქონდეს