ირაკლი კობახიძე – ჩვენი ოპონენტები წარმოადგენენ საცოდავ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც არ აქვს არც სამშობლო და არც ღმერთი სწამს
მიჩვეული ვართ, როდესაც საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებასა და მის ინიციატივებს, ოპონენტების მხრიდან ათას სისულელეს ვისმენთ, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის დეპატატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძე პარლამენტის სხდომაზე გასულ კვირებში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და მათ შორის, წყალტუბოს განვითარების პროექტზე ისაუბრა.
„მინდა, შევეხო წყალტუბოს თემას, მოგეხსენებათ უპრეცედენტო ინიციატივა იქნა გახმოვანებული ჩვენი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. მიჩვეული ვართ, რომ როდესაც საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას, მის ინიციატივებს, ვისმენთ ათას სისულელეს ოპონენტების მხრიდან, თუმცა ამ შემთხვევაში, მათი ოპონირება იყო აბსოლუტურად გაუგონარი. ეს არის ინიციატივა, პროექტი, რომელსაც არათუ არანაირი ხინჯი არა აქვს, ეს არის ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს წყალტუბოს უპრეცედენტო აღორძინებასა და წყალტუბოს ქცევას საერთაშორისო მასშტაბის უმაღლესი სტანდარტების კურორტად, აქაც კი შეეცადნენ ჩვენი ოპონენტები, მოეძებნათ გარკვეული „არგუმენტები“ იმისთვის, რომ არ დაეფასებინათ ეს ინიციატივა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ეს მეტყველებს, რომ ოპონენტებს ქვეყნის წარმატება არ უხარიათ.
„ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენს ოპონენტებს რეალურად არ უყვართ ჩვენი ქვეყანა, არ უხარიათ არანაირი წარმატება, არანაირი სიკეთე და პირიქით, სწყინთ ჩვენი ქვეყნის განვითარება და წარმატება. ვიცით, რომ ეს პოლიტიკური ძალა არის მთლიანად სიცრუეზე აგებული, არის განწირული მხილებისთვის და წარუმატებლობისთვის. ეს არის ნამდვილად საცოდავი პოლიტიკური ძალა, რომელსაც არ აქვს არც სამშობლო და არც ღმერთი სწამს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ვატო შაქარიშვილი: სახეზეა უცხო ქვეყნების მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. მათი ოფიციალური პირები მონაწილეობენ არჩეული ხელისუფლების არასაარჩევნო გზით ჩანაცვლების მცდელობაში
სახეზეა უცხო ქვეყნების მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა!!! მეტი რა უნდა მოხდეს?! ორი დღეა სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალური პირები დგანან რევოლუციური...
მამუკა მდინარაძე: მოვითხოვ, თუ სანქციების მექანიზმი ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ. ვიქნები პირველი და უკანასკნელი კანონმდებელი, რომელიც დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებული კანონის მიღების გამო დასანქცირდა
ძალიან ბევრს ლაპარაკობენ პერსონალურ სანქციებზე, რასთან დაკავშირებითაც კატეგორიულად მოვითხოვ, რომ თუ ასეთი მექანიზმი ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!-...
დავით ზილფიმიანი მიხაელ როთზე: მინდა უმძაფრესი აღშფოთება გამოვთქვა ჩვენი გერმანელი პოლიტიკოსი სტუმრის ქმედებისა და სიტყვების გამო, რომელმაც თავს უფლება მისცა ასე თავხედურად შეურაცხეყო მასპინძელთა გრძნობები და მრწამსი
მინდა უმძაფრესი აღშფოთება გამოვთქვა ჩვენი გერმანელი პოლიტიკოსი სტუმრის ქმედებისა და სიტყვების გამო, რომელმაც თავს უფლება მისცა ასე თავხედურად შეურაცხეყო მასპინძელთა...
რატი იონათამიშვილი: უცხოელი მინისტრები არიან გამოსასვლელები და ხალხი არ გვყავსო – დიდი პანიკაა „ნაცებში“. გმირთა მოედნიდან მოხსნეს ხალხი და მიჰყავთ რუსთაველზე, არადა რამდენიმე ლოკაციაზე უნდა შეკრებილიყვნენ
უცხოელი მინისტრები არიან გამოსასვლელები და ხალხი არ გვყავსო - დიდი პანიკაა „ნაცებში“. გმირთა მოედნიდან მოხსნეს ხალხი და მიჰყავთ რუსთაველზე, არადა...
მიხეილ ყაველაშვილი: ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზე უარესია, როდესაც უცხოელი პოლიტიკოსი ქვეყნის მოსახლეობის 90%-ს აყენებს შეურაცხყოფას ჩვენი ეკლესიის გაკრიტიკებით
„არ დაგვავიწყდეს, რომ FARA-ს მეშვეობით გავიგეთ ჩვენ სააკაშვილის და მისი ლობისტების მიერ გადახდილი თანხების შესახებ. ახლა კი დაველოდებით ინფორმაციას იმის...
სოზარ სუბარი: ოპოზიცია ისედაც არ შემოდიოდა სამართლებრივ დებატებში და მათი იქ არყოფნა ვერაფერს დააკლებს პარლამენტის მუშაობას
"ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ სუბარი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების მიერ გამოცხადებულ საპარლამენტო ბოიკოტს. სუბარის თქმით, ოპოზიცია აქამდეც სამართლებრივ დებატებში...