ირაკლი კობახიძე – ჩვენი ინტერესია, ევროსაბჭოს ყველა დოკუმენტში მაქსიმალურად იყოს ასახული ქვეყნის ეროვნული ინტერესები, რაც უკავშირდება ოკუპირებულ ტერიტორიებს

Read Time:33 Second

ჩვენი ინტერესია, რომ ევროსაბჭოს ყველა დოკუმენტში მაქსიმალურად იყოს ასახული ქვეყნის ეროვნული ინტერესები, რაც უკავშირდება ოკუპირებულ ტერიტორიებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის გახსნასთან დაკავშირებით საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, სესიაში მონაწილეობის გარდა, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები საქართველოს პარტნიორებთან სხვადასხვა ქვეყნიდან.

„ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ფორმატები, რომ პარტნიორებთან ურთიერთობები გავაღრმაოთ როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში და ამისთვის ეს ფორმატი მაქსიმალურად იქნება გამოყენებული. ჩვენი ინტერესია, რომ ევროსაბჭოს ყველა დოკუმენტში მაქსიმალურად იყოს ასახული ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, რაც უკავშირდება ოკუპირებულ ტერიტორიებს, იქ არსებულ მდგომარეობას. ვითარება ბუნებრივია, გართულებულია რეგიონში და ამ დროს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები მაქსიმალურად იყოს წინ წამოწეული ჩვენს პარტნიორებთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ჩიქოვანი – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გვექნება ორმხრივი შეხვედრები, საუბარი იქნება იმ პროგრესზე, რომელიც 12 რეკომენდაციის შესრულების მხრივ გვაქვს
Next post იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება დაიწყო