ირაკლი კობახიძე: შარშან, ჩინეთში, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის შემდეგ ჩვენი ურთიერთობები თვისობრივად სხვა ეტაპზე გადავიდა

Read Time:27 Second

საქართველოს აქვს სტრატეგიული მდებარეობა. ჩვენ ბუნებრივად, გეოგრაფიულად ვაკავშირებთ ერთმანეთს ევროპასა და აზიას, დასავლეთსა და აღმოსავლეთს. ჩვენი სურვილია კიდევ მეტად განვავითაროთ სატრანზიტო ფუნქცია. ამისთვის საჭიროა ინფრასტრუქტურისა და ანაკლიის პორტის განვითარება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში განხორციელებული ვიზიტის შეფასებისას „იმედის კვირაში“ ისაუბრა.

„შარშან, ჩინეთში პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის შემდეგ ჩვენი ურთიერთობები თვისობრივად სხვა ეტაპზე გადავიდა. ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ჩინეთსა და საქართველოს შორის. ეს იმას ნიშნავს, რომ თვისობრივად ღრმავდება თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის. ჩვენი ჩინეთში ვიზიტიც ემსახურებოდა ამ ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „საბურთალომ“ წელი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო
Next post კახეთში 3 ადამიანი დაჭრეს