ირაკლი კობახიძე: შარშან გვქონდა 10%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა, რუსეთისთვის სანქციების დაწესებით გვექნებოდა მინიმუმ 10%-18% ეკონომიკური ვარდნა, ამას ითხოვდა რადიკალური ოპოზიცია, მათ უნდოდათ ქვეყნის გაღატაკება, რასაც ვერ მიაღწიეს

Read Time:51 Second

ქართული მხარე არ აწესებს სანქციებს რუსეთის მიმართ. მიზეზი მარტივია – რუსეთისთვის სანქციების დაწესებით ჩვენ სინამდვილეში საკუთარ ხალხს დავუწესებთ სანქციას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ჩვენ დათვლილი გვაქვს, რას გამოიწვევდა რუსეთისთვის სანქციების დაწესება საქართველოს ეკონომიკისთვის. მაგალითად ჩვენ თუ გვქონდა შარშან 10%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა, გვექნებოდა მინიმუმ 10%-18% ეკონომიკური ვარდნა, ამას ითხოვდა რადიკალური ოპოზიცია, მათ უნდოდათ ქვეყნის გაღატაკება და ამას ვერ მიაღწიეს, რადგან ჩვენ მტკიცე პოზიცია დავიჭირეთ. დღეს თუ ეს [სავიზო რეჟიმის გაუქმება] „ქართული ოცნებისთვის“ არის ჯილდო, გამოდის, რომ მაშინ, 2019 წელს რუსეთმა „ქართული ოცნება“ დასაჯა. მაშინაც ჩვენ რუსულ ძალად გვაცხადებდნენ, ანუ მაშინ დასაჯა „ქართული ოცნება“, დღეს დააჯილდოვა – სად არის აქ ლოგიკა? რეალობა არის ერთი – ჩვენ ვატარებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რომლის გამოხატულებაც არის დღევანდელი გადაწყვეტილება ჩვენი მოქალაქეების სასარგებლოდ. რატომ უნდა გადაიხადონ ჩვენმა მოქალაქეებმა სამჯერ ძვირი მგზავრობაში, რატომ უნდა მოუწიოთ სხვა ქვეყნებით ჩამოსვლა, რაც მათ აბრკოლებს?! ჩვენ კონსტიტუციური ვალდებულება გვაქვს, რომ ხელი შევუწყოთ დიასპორის კავშირს საქართველოსთან. ჩვენ კონსტიტუცია გვაკისრებს ვალდებულებას, რომ ვიზრუნოთ ამ ადამიანების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებაზე. რატომ უნდა დავუწესოთ ჩვენ სანქცია საკუთარ მოქალაქეებს, ეს გაუგებარია“, – განაცხადა კობახიძემ

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: ჩვენ დავამტკიცეთ, რომ არავითარი საფრთხე არ ემუქრება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს – არ დავუშვებთ ეთნიკური ნიშნით ქსენოფობიური კამპანიების გაჩაღებას, ქსენოფობიის ადგილი საქართველოში არ არის
Next post ირაკლი კობახიძე: „გირჩი“ არის ის ორგანიზაცია, რომელიც დეზერტირობაში ფულს იღებდა