ირაკლი კობახიძე: ყველა საარჩევნო ოლქში „ქართულმა ოცნებამ“ 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებში მიღებული შედეგები გააუმჯობესა

Read Time:1 Minute, 1 Second

რადიკალურმა ოპოზიციამ ვერცერთ ოლქში ვერ გაბედა კანდიდატურის დაყენება, რაც იმის დასტურია, რომ ისინი „ქართული ოცნების“ მაღალ და საკუთარ დაბალ რეიტინგს აცნობიერებენ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები შეზღუდული კონკურენციის პირობებში ჩატარდა, მაღალი აქტივობა დაფიქსირდა, რისთვისაც მან ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა.

„ყველა საარჩევნო ოლქში „ქართულმა ოცნებამ“ 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებში მიღებული შედეგები გააუმჯობესა. კერძოდ, ფოთი-ხობი-სენაკის საარჩევნო ოლქში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 27 000-ზე მეტი ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღეთ 21 000 ხმა. თერჯოლის მუნიციპალიტეტში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 11 500 ხმა, 2021 წელს 9 000 ხმა მივიღეთ. ცაგერის მუნიციპალიტეტში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 4500 ხმა, როდესაც 2021 წლის შედეგი იყო 3200 ხმა. ქუთაისში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 5300-ზე მეტი ხმა, 2021 წელს მივიღეთ 3600 ხმა. ტყიბულში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 1500 ხმა, 2021 წელს კი 1300-ზე ნაკლები. გურჯაანში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 1350 ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღეთ 1000 ხმა. ახალციხეში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 450-ზე მეტი ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღეთ 300 ხმა. თიანეთში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 350 ხმა, როდესაც 2021 წლის შედეგი იყო 150 ხმა“, -განაცხადა კობახიძემ.

დღეს რეგიონებში რიგგარეშე და შუალედური არჩევნები ჩატარდა. ცაგერისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში მერები, ხოლო ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატები აირჩიეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გივი მიქანაძე: საქართველომ თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობითა და რეფორმებით, პროგრეს მიაღწია და ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან მნიშვნელოვან პარტნიორად აღიქმება
Next post დაჩი ცაგურია 30 აპრილის აქციაზე: თუ ვინმესთვის საქართველო არის უფრო მთავარი და არა სხვა ქვეყანა – ყველა უნდა მოვიდეს