ირაკლი კობახიძე: ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო გარემო

Read Time:38 Second

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო გარემო, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„2012 წლიდან ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული საარჩევნო ტრადიცია დამკვიდრდა. რა თქმა უნდა მუდმივ დახვეწას განიცდის პრაქტიკა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არჩევნები იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი საარჩევნო პრაქტიკის დახვეწის თვალსაზრისით.

ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ მაქსიმალურად სათანადოდ ყველა პროცედურის ჩატარება, რომელიც არჩევნებს უკავშირდება. იცით, რომ წინასაარჩევნო გარემო იყო სათანადო, იყო უპრეცედენტოდ მშვიდობიანი და მშვიდი გარემო ამ ორი თვის განმავლობაში. რა თქმა უნდა იყო პროვოკაციები ბოლო ათი დღის განმავლობაში, მაგრამ ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვქონდა კავშირი ადგილობრივ საარჩევნო შტაბებთან და მადლობას გადავუხდი მათ იმისათვის, რომ ყველა პროვოკაციას, რაც ვიხილეთ ბოლო 10 დღის განმავლობაში ისინი შეხვდნენ სრული სიმშვიდით, გარდა ერთი სამწუხრო გამონაკლისისია, რომელიც დმანისში მოხდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: ეს ქალაქი ყველასია და კახა კალაძე ყველას მერია. ასე იყო 4 წლის განმავლობაში და ასე იქნება მომავალშიც
Next post თეა წულუკიანი: დღევანდელი დაკავება და ბოროტების დასრულება ხვალ უნდა გაფორმდეს – ამას ყველამ ერთად ბეჭედი უნდა დავუსვათ და დავიწყოთ მშვიდი ცხოვრება